ზვიად სიჭინავა: ეს არ იყო სიმულაცია და იმედია, ასეთ შეცდომებს გამოვრიცხავთ

AutoSharing Option
23 ივლისს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. საქართველო ჯგუფის ლიდერს, სერბეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ფრანგებთან 0:0 ითამაშეს, სერბებმა კი თურქეთს 2:1 მოუგეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ასე რომ, "ჯვაროსნებს" მოგება ჰაერივით სჭირდებათ.

პირველ ტურში ბოსნიელმა მთავარმა არბიტრმა ემირ ალეჩკოვიჩმა ორ ქართველ მოთამაშეს - გიორგი ფანცულაიას (72-ე წუთზე) და ბაჩანა არაბულს (76-ე წუთზე) ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის უჩვენა - ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ცნობილი.

ობიექტურად კი არანაირი სიმულაცია არ ჩანდა და მსაჯის გადაწყვეტილებამ გაოცება გამოიწვია.
კითხვებიც გაჩნდა: ორივე ფეხბურთელი ნაკრების წამყვანი ძალაა და ეს ხომ არ იყო იმის "შერბილებული" ვარიანტი, რაც ჩვენს 19-წლამდელებს ბელგიაში გადახდათ?

"ანალოგიური კითხვა ჩვენც დაგვებადა და ამის შესახებ ვილაპარაკეთ, თუმცა შემდეგ დეტალურად რომ განვიხილეთ, გვითხრეს - ფანცულაიასა და არაბულს ყვითელი ბარათები არა სიმულაციისთვის, არამედ მსაჯთან შეკამათებისთვის აჩვენესო.

ერთ-ერთი მათგანი ოთხჯერ წააქციეს და ჯარიმა რომ არ დანიშნა, მსაჯს ხმამაღლა მიმართა.

მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია და იმედია, შემდეგ შეხვედრაში ასეთ შეცდომებს გამოვრიცხავთ",
- უთხრა "ლელოს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათ ევროპა საქართველოს ჩემპიონატი ჰგონიათ, მსაჯებს რასაც უნდა იმას რო უშვებიან :D მსაჯმა გადაწყვიტა - მორჩა! უკმაყოფილო ხარ? სხვაგან ეძებე კმაყოფილება!
0
სწორის არის ეს კაიცი არ იყო სიმულატორი
Irakli
14:34 23-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული