თურქები ქართველ 19-წლამდელებთან მატჩში კვლავ დაწინაურდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს თურქ თანატოლებთან მართავს.

გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მესამე წუთზევე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ავთანდილ ენდელაძეა.

თუმცა თურქებმა სულ მალე გათანაბრებაც მოახერხეს და ანგარიშში დაწინაურებაც - დუბლით ოქან დენიზი გამოირჩა, რომელმაც ბაჩო მიქავას კარი მე-16 და მე-18 წუთებზე დალაშქრა.

შეხვედრის პირველივე ტაიმში, 28-ე წუთზე გათანაბრების შანსი ჰქონდა ნიკა კაჭარავას, თუმცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანიდან გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში ნიკამ საწადელს მაინც მიაღწია - 50-ე წუთზე ონურჯან პირის კარში ბურთი შეაგდო
და ანგარიში გაათაბრა (2:2).

თურქებმა წინ გასვლა მალევე შეძლეს - რეჯეპ ნიაზმა ცეცაძის შეგირდებს იმედის ნაპერწკალი 58-ე წუთზე გაუქრო.

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ნახევარფინალში გასვლის თეორიული შანსი რჩება - თურქებთან მოგებასთან ერთად, ჩვენთვის სასურველი შედეგი პარალელურად მიმდინარე სერბებისა და ფრანგების შეხვედრაშიც უნდა დაფიქსირდეს.

სამწუხაროდ, ფრანგებმა სერბებთან დაწინაურება შეძლეს - 1:0.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი
მკითხველის კომენტარები / 2 /
თურქებთან დღევანდელი წაგების მერე, ცეცაძე თავისი ბაქი-ბუქითა და ტრაბახით რაც მალე დაახვევს, მით უკეთესი იქნება ნაკრებისთვის. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის ტურნირისთვის ეს ტიპი, როგორც პროფესიული, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომზადებელი აღმოჩნდა.
მამუკა
19:31 26-07-2013
0
მამუკა, ცეცაძის ტრაბახი და ბაქიბუქი ჯობია ჩმორულ ფსიქოლოგიას, იცოდე. ცეცაძეს ესმის ყველაზე მთავარი, მან კომპლექსები და შიშები მოუხსნა ბავშვებს, ისევე როგორც მაისურაძემ. ეს ბევრ "პროფესორს" არ აინტერესებს და ამის გარეშე ფეხბურთის თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია. სხვანაირად დიდ ფეხბურთელად ვერ ჩამოყალიბდები.

ბიჭებმა კაცურად წააგეს, ქართველს არავისი არ უნდა ეშინოდეს, არც მწვრთნელს და არც მოთამაშეს, ასე უნდა მოიგოს და ასე უნდა წააგოს.

ისე, არაფერი არაა გულდასაწყვეტი იმაში რომ წარმატებას ვერ ვაღწევთ, იმიტომ რომ რამე რომ მოვიგოთ მერე ვიღაც უჯიშოები გამოვლენ და იტყვიან რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა და ეს წარმატებაც ასე მოვიდა.

აი, მაგათ არ ეღირსებათ ეგეთი ტრაბახი და ბაქიბუქი. მარაზმია როცა მთავრობა ესწრება ბავშვების თამაშს, თანაც მაშინ როცა დაწმუნებულები არიან რომ მოიგებენ.
giorgi2
21:18 26-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული