ალექსანდრე ჩივაძის გუნდი უკვე ემზადება ამ შეხვედრისთვის. ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი "პსვ ეინდჰოვენის" 20 წლის ნახევარმცველი ადამ მაჰერი იქნება.
"იონგ ორანიეს" კაპიტანი, წესით, "ჩელსის" ნახევარმცველი მარკო ვან ხინკელია, მაგრამ ამ უკანასკნელს სერიოზული ტრავმა აქვს. ამიტომაც კაპიტნის სამკლავური მწვრთნელმა ალბერტ სტაიფენბერგმა მაჰერს გადასცა.
ახლახან სტაიფენბერგმა ჰოლანდიურ "დიხტბეის" კომენტარი მისცა მომავალ მატჩზე:
"ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ნამდვილი ტესტი იქნება. ქართველები ძნელ მეტოქეებად ითვლებიან. მათ ჰყავთ ისეთი კარგი ფეხბურთელები, როგორებიც
მაგალითად, ვიცით, რომ ჭანტურიას მაინცდამაინც არ უყვარს უკან ჩამოსვლა და ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით, როცა კონტრშეტევის შანსი მოგვეცემა.
თბილისური მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, გამოცდას წარმატებულად ჩავაბარებთ".
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს