- თამაში დაძაბული იყო, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა დასაწყისში გატანილი გოლები, რომელმაც მეტოქე გატეხა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა გუნდის შეფასება ჯერ მაინც ნაადრევია, რადგან 18 ნოემბერს, ჰოლანდიასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ.
- პირველი ეტაპის მიზანი შესრულებულია. მთავარია, კვლავ მოახერხებს თუ არა 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას...
- წინასწარ ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ კარგი გუნდი შეიკრა - მწვრთნელებით დაწყებული,
- ბევრს აინტერესებდა, გაიზარდა თუ არა გუნდი, მისი თითოეული წევრი... გაქვთ კი საქართველოში სასურველი მოსამზადებელი პირობები?
- მონდომებული ადამიანი ყოველთვის გაიზრდება, თუნდაც საქართველოში. მაგრამ თუ ზარმაცი ხარ, ამას ძლიერ გუნდშიც ვერ მოახერხებ. ცხადია, ნაკლი ყველას გვაქვს, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია.
- 19-წლამდელთა პლუს-მინუსები ცხადად ჰოლანდიასთან გამოჩნდება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ჰოლანდიამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაგვამარცხა და ეს წყენა ჯერაც გვახსოვს. მაგრამ ხალხს ვერ შევპირდებით, რომ აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა ბრძოლას ნამდვილად გპირდებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]