საქართველოს 17-წლამდელები მინსკის ტურნირზე 16 იანვარს გაემგზავრებიან

AutoSharing Option
ნაახალწლევს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 2015 წლის პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო. გოჩა ტყებუჩავამ ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრიბა.

ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს 17-წლამდელები მინსკის საერთაშორისო ტურნირით დაიწყებენ და ბელორუსის დედაქალაქში 16 იანვარს, ღამით გაემგზავრებიან. ამ ეტაპზე კი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს:

მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი)
მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე - "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა
ნინუა, ირაკლი ბუღრიძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ვატო არველაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), გიორგი არაბიძე, დავით სამურკასოვი ("ლოკომოტივი", თბილისი), გაგა კუხიანიძე, გიორგი კოხრეიძე, ბექა ნიკოლაშვილი (ყველა - "საბურთალო"), ნიკა კვანტალიანი ("დინამო", ბათუმი)
თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), გიორგი წულეისკირი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია", თბილისი)

მინსკის ტურნირი ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისთვის უცხო არ არის და ყოველ წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები მასში ტრადიციულად მონაწილეობენ.

წელს ტურნირი მეთერთმეტედ გაიმართება და სამ ჯგუფად დაყოფილი გუნდები ტურნირის ჩემპიონობისა და პრიზიორობისთვის იბრძოლებენ.

A ჯგუფი - ბელორუსი, ჩეხეთი, ჩინეთი, მოლდოვა
B ჯგუფი - რუსეთი, ფინეთი, იაპონია, ლიტვა
C ჯგუფი - უკრაინა, საქართველო, ირანი, ლატვია

ტურნირი 18 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება. სათამაშო დღეების განრიგი კი ასეთია:

18 იანვარი
რუსეთი - ლიტვა
ფინეთი - იაპონია
ჩეხეთი - ჩინეთი

ტურნირის საზეიმო გახსნა - 19:30

ბელორუსი - მოლდოვა

19 იანვარი
უკრაინა - ლატვია
საქართველო - ირანი - 15:10
ბელორუსი - ჩეხეთი
მოლდოვა - ჩინეთი

20 იანვარი
რუსეთი - ფინეთი
ლიტვა - იაპონია
უკრაინა - საქართველო - 17:20
ლატვია - ირანი

21 იანვარი
იაპონია - რუსეთი
ფინეთი - ლიტვა
ჩეხეთი - მოლდოვა
ჩინეთი - ბელორუსი

22 იანვარი

საქართველო - ლატვია - 13:00
ირანი - უკრაინა

23-24 იანვარი
ნახევარფინალები

25 იანვარი

ფინალები

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია - 19:45

ტურნირის მიმდინარეობისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობის შესახებ ყველა ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისა და სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის საშუალებით შეიტყობთ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული