ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს 17-წლამდელები მინსკის საერთაშორისო ტურნირით დაიწყებენ და ბელორუსის დედაქალაქში 16 იანვარს, ღამით გაემგზავრებიან. ამ ეტაპზე კი, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს:
მეკარეები: ლევან ისიანი, ლუკა გუგეშაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი)
მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე - "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: აკაკი ყურაშვილი, ნიკა
თავდამსხმელები: თორნიკე მუზაშვილი ("საბურთალო"), გიორგი წულეისკირი ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გვასალია ("ვიტ ჯორჯია", თბილისი)
მინსკის ტურნირი ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისთვის უცხო არ არის და ყოველ წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები მასში ტრადიციულად მონაწილეობენ.
წელს ტურნირი მეთერთმეტედ გაიმართება და სამ ჯგუფად დაყოფილი გუნდები ტურნირის ჩემპიონობისა და პრიზიორობისთვის იბრძოლებენ.
A ჯგუფი - ბელორუსი, ჩეხეთი, ჩინეთი, მოლდოვა
B ჯგუფი - რუსეთი, ფინეთი, იაპონია, ლიტვა
C ჯგუფი - უკრაინა, საქართველო, ირანი, ლატვია
ტურნირი 18 იანვარს დაიწყება და 26 იანვრამდე გაგრძელდება. სათამაშო დღეების განრიგი კი ასეთია:
18 იანვარი
რუსეთი - ლიტვა
ფინეთი - იაპონია
ჩეხეთი - ჩინეთი
ტურნირის საზეიმო გახსნა - 19:30
ბელორუსი - მოლდოვა
19 იანვარი
უკრაინა - ლატვია
საქართველო - ირანი - 15:10
ბელორუსი - ჩეხეთი
მოლდოვა - ჩინეთი
20 იანვარი
რუსეთი - ფინეთი
ლიტვა - იაპონია
უკრაინა - საქართველო - 17:20
ლატვია - ირანი
21 იანვარი
იაპონია - რუსეთი
ფინეთი - ლიტვა
ჩეხეთი - მოლდოვა
ჩინეთი - ბელორუსი
22 იანვარი
საქართველო - ლატვია - 13:00
ირანი - უკრაინა
23-24 იანვარი
ნახევარფინალები
25 იანვარი
ფინალები
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია - 19:45
ტურნირის მიმდინარეობისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობის შესახებ ყველა ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისა და სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის საშუალებით შეიტყობთ.
წყარო: gff.ge