არჩილ არველაძე: საქართველოს ამ ტურნირისთვის ხარჯი ნამდვილად უღირს

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა კალაძე და არჩილ არველაძე
2017 წელს, საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. მატჩები "მიხეილ მესხზე", გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", "მცხეთა პარკსა" და რუსთავის "ფოლადზე" გაიმართება.

დასკვნითი ეტაპის ფორმატი უცვლელია. საქართველოს 7 ნაკრები ესტუმრება. ჩვენი 19-წლამდელები კი, როგორც მასპინძლები, ევროფინალში ავტომატურად დაიშვებიან.


სფფ-ის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე იმედოვნებს, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით მასპინძლობის შემთხვევაში, ჩნდება წინაპირობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ.

"19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სერიოზული ტურნირია. მისი მასპინძლობის სურვილი დიდ ქვეყნებს ჰქონდათ -
ინგლისს, ესპანეთს, გერმანიას... მგონი, ბელგიასაც. ასეთ კონკურენტებთან გამარჯვება შემთხვევითი ვერ იქნებოდა.

ფედერაცია ამაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა და უეფაში ყოველი ვიზიტი ამ საკითხის საჩვენოდ მოგვარებას ემსახურებოდა.

უეფას გადაწყვეტილება თბილისში ასაკობრივი ნაკრებების შესარჩევი ეტაპების კარგმა მასპინძლობამაც განაპირობა და ამ ტურნირებში ჩვენი გუნდების ღირსეულმა და სტაბილურად კარგმა შედეგებმაც.

ეს ყველაფერი იმის წინაპირობა უნდა გახდეს, რომ საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს", - ამბობს არველაძე.

მისივე თქმით, საქართველო არა მხოლოდ საიმედო და მშვიდი ქვეყნის სახელს განიმტკიცებს, არამედ ფინანსურადაც მოიგებს:

"ახლა ზუსტად ძნელი სათქმელია, რა შემოსავლები ექნება საქართველოს ტურნირიდან, მაგრამ თავისთავად ესეც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან 7 გუნდს გულშემატკივრები, მედია, დაინტერესებული სელექციონერები ჩამოჰყვებიან.

კიდევ ერთს დავამატებ - მოგების კუთხით, სასურველი იქნება, ფინალურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრები რომ გავიდეს: უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი...

ასეთ შემთხვევაში, ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება".

სპორტული დირექტორის თქმით, ტურნირისთვის სტადიონების მშენებლობას მხოლოდ სახელმწიფო დააფინანსებს:

"ჩემპიონატისთვის საჭირო სტადიონებს სახელმწიფო ააშენებს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია მთავრობას წინასწარ შეუთანხმდა. ასეთი ტურნირისთვის ხარჯების გაღება კი ქვეყანას ნამდვილად უღირს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტყებუჩავას არველაძეები მართავენ,ტყებუჩავა 17წ იძახებს დარეკვით,ნაცნობობით იცით რამდენი ნიჭიერი ბავშვი დაბლოკეს ამოვიგოტ ხმა ტყებუჩავა როდის გახდა მცვრთნელი ალბატ არველაძეებმა გახადეს უფრო კარგად მართავენ
dima
18 თებერვალი 2015 17:53
0
მეგონა მარტო მე ვიყავი ამ პრობლემის წინ.თითქმის ყველგან ყველა კომენტარი წავიკიტხე,ტყებუჩავას და არველაძეებს აქედან ლანძგვას აზრი არ აქვს,მოდით ერტმანეთის გვეტდიტ დავდგეთ ფედერაციაც ხალხიც და ნიჭიერ ბავშვებს გზა გაუკვალოთ.
d****
16 თებერვალი 2015 17:29
0
19ცლანდელებს ცესიერი მცვრტნელი მოუძებნეთ თავს ნუ მოიჭრით, ტყებუჩავა როდის გახდა მცვრტვნელი,სირცხვილია მინსკში 6გუნში 5ზე გავიდნენ.სასაცილოა
zura
01 თებერვალი 2015 17:08
0
დარეკვით და თხოვნით შეკრიბა ტყებუჩავამ ასაკობრივ ნაკრებში ბავშვები და შედეგიც ნახეთ მეოთხე აგილით თვითონ კმაყოფილია მემგონი სირცხვილია, აიყვანონ ბავშვები ვინც კარგია და არა ის ვისაც თხოვენ და ვისაც დაურეკავენ
giorgi
28 იანვარი 2015 17:24
0
გამეხარდაეს ამბავი მართლა ისტორიული მომენტიაქართულ ფეხბურთში,მაგრამ ისე თუ შეირჩა ცვენი ნაკრები ასაკობრივ ნაკრებში რო კრიბავენ მაგალითად ტყებუჩავას ნაკრები რო შეირჩა კარგად იქნება საქმე ვიკავი შერჩევაზე გავოცდი ვინები გამოიძახა მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებებს ძალიან კარგი ბავშვები არიან მაგრამ ყურადგებას არ აქცევენ
dato
28 იანვარი 2015 17:11
0
ა კაცი ფიქრობს ქვეყნის შემოსავლების გაზრდაზე. ამათ გონიათ ის გაფუჭებული საქმეები ამით გადაიფარება.
555
28 იანვარი 2015 16:56
0

სიახლეები პოპულარული