ზვიად სიჭინავა: ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი ინგლისი იყო!

AutoSharing Option
2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების ამბავს 27 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.

ზვიად სიჭინავა:
"მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს წარმატება. მადლობა უეფას, აღმასკომის წევრებს, რომ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს ნდობა. ჩვენი ორწლიანი მუშაობა დაფასდა და გუშინ საღამოს წარმატებითაც დასრულდა.

ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი იყო ინგლისი, რომელსაც დღესვე შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი ჩემპიონატი და ამ ფონზე, უფრო დასაფასებელია უეფას ნდობა.

რა თქმა უნდა, გაჩნდა შეკითხვები და მინდა, დღეს ყველაფერზე გიპასუხოთ და ჩვენს გულშემატკივრებსაც
განვუმარტო ბევრი რამ, რადგან იყვნენ გულდაწყვეტილებიც, რატომ არ ჩატარდება, ვთქვათ, ქუთაისში, ბათუმში და ა.შ.

უეფას მოთხოვნების თანახმად, ჩვენ გვჭირდება უმაღლესი დონის 4 სტადიონი - უეფას მეორე ან მესამე კატეგორიის, პლუს ერთი სარეზერვო სტადიონი. ასევე, 8 სავარჯიშო მინდორი - ინდივიდუალურად ყველა მონაწილე გუნდისთვის. სასტუმროდან სათამაშო მოედნამდე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 საათის სავალი; ხოლო სავარჯიშო მოედნამდე - 15-30 წუთი.

რაც შეეხება სასტუმროებს, მოთხოვნების მიხედვით, ჩვენ გვჭირდება 132-ნომრიანი ორი სასტუმრო და ერთი 30-ნომრიანი, უეფასა და მსაჯებისთვის. ასეთ მაღალ მოთხოვნებს გვიკმაყოფილებს თბილისში არსებული ორი სასტუმრო - "ჰოლიდეი ინი“ და "რედისონი“.

ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე, ანუ 2015 წლის სექტემბერში შესამოწმებლად ჩამოვა უეფას კომისია და მათ ბევრი რამ მზადების პროცესში უნდა დავახვედროთ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვექნება ახალი, ძალიან მაღალი დონის სტადიონები, ყველანაირად მოწესრიგებული, მინიმუმ 3000-ადგილიანი და რა თქმა უნდა, ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე მოხვდება.

ხელოვნურსაფარიან მოედნებზე არც ვარჯიშები იქნება და მით უმეტეს, არც თამაშები. "მიხეილ მესხი“, "მიხეილ მესხი 2“, რუსთავის, გორისა და მცხეთის სტადიონები იქნება ჩემპიონატის მასპინძლები. "მიხეილ მესხზე" ჩატარდება ფინალური მატჩი. ძალიან მალე დაიწყება რუსთავისა და მცხეთის სტადიონების საფუძვლიანი რეაბილიტაცია.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, ისევე, როგორც სუპერთასის შემთხვევაში. ეს საკითხი ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა გატანილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე და სახელმწიფოს მხარდაჭერაც მივიღეთ. ეს დაფიქსირებულია პრემიერის დადგენილებაშიც.

ეს არ არის პატარა ღონისძიება და ჩვენთვის, ფედერაციის თითოეული თანამშრომლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა".

რევაზ არველაძე:
"ამ საკითხზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. ამ გეგმის ნაწილი იყო ისიც, რომ ყოველწლიურად ასაკობრივი ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპებსა და ელიტრაუნდებს ვმასპინძლობთ.

ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებიც, რადგან ჩვენ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და რა თქმა უნდა, უეფას სურს, ევროპის ჩემპიონატებზე ძლიერი ნაკრებები იხილოს.

რაც ყველაზე მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა დარჩება მასპინძელ ქალაქებს, იქ მოთამაშე კლუბებს. ქართველი ბავშვები ძალიან მაღალი დონის ევროპული ნაკრებების თამაშებს საკუთარი თვალით ნახავენ. ჩვენ კი გვექნება ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება და უფრო სერიოზულ ღონისძიებებზე ფიქრიც შეიძლება.

მოკლედ, უნდა დავირაზმოთ და დავიწყოთ მუშაობა. ორწლიან პერიოდში, ასეთი მაღალი დონის ღონისძიებები - სუპერთასი და ევროპის ჩემპიონატი ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 15 /
მტავრობამ უკვე რადიკალური ზომები უნდა მიიგოს და გაუშვან ეს ნაზირლები პეხბურტიდან
goga
10:26 28-01-2015
0
გუშინ გიკურე ტელევიზიიტ და კიდევ რტხელ დავრცმუნდი რა აპერისტი ხარ დომენტი რაიცი ჯერ შენ პეხბურტი რა არი და მერე მისისი მასობრიობა მერე რუსტავის ბაზას რომ აშენებ სულ შენ პულ ხარჯავ არა შე მუქტა და მაქედან რამდენს ატეტრებტ შენ და რეზო მაქ იმიტომაც არი რომ ებგაუჩებიტ მაგ ტანამდეობებს შენ და რეზო გარეცრებო ცადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტ
nukri
10:11 28-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული