ოღონდ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდული ნაკრები ამით რაღაც ფორმით დაზღვეულია - შედეგი მასაც მოეთხოვება.
უკვე ჩამოყალიბებულია 21-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბი. ალექსანდრე ჩივაძის ასისტენტები ოთარ გაბელია და გელა ინალიშვილი იქნებიან, მეკარეებს კი დავით გვარამაძე გაწვრთნის.
"ლელო" ოთარ გაბელიას დაუკავშირდა და ახალგაზრდული ნაკრების თაობაზე რამდენიმე
- ბატონო ოთარ, ფაქტია, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ თაობამ სიხარულს და გამარჯვებებს მიგვაჩვია...
- ფეხბურთის თამაში დღეს ყველამ ისწავლა. ფავორიტები მხოლოდ ფურცელზე არსებობენ. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გეთანხმებით, კარგი თაობაა, საერთაშორისო ტურნირებსა თუ ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილება აქვს.
- ჯგუფს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. საქართველოს ნაკრების რეალური მიზანი, ალბათ, მეორე ადგილისთვის ბრძოლა იქნება...
- ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ არა მგონია, ახლა ისე ძლიერი იყოს, ჩემი გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები რომ ეთამაშა. მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, "რეალისა" და "ბარსელონას" შერეულ გუნდს ვეთამაშეთ.
კი ბატონო, ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. მერე რა, თუ ტყეში მგელია? ტყე მაინც უნდა გავიაროთ!
- ცხადია, უკვე არსებობს ნაკრების ძირითადი ბირთვი...
- რა თქმა უნდა, არის 30-40-კაციანი სია. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.
- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩს თუ ჩაატარებს?
- არის გეგმა, ფედერაციაც ხელს გვიწყობს ყველანაირად. ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე ვითამაშებთ.
- თბილისში თუ ევროპაში?
- ამ შემთხვევაში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, მთავარია, ვითამაშოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"