საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სტუმრად იტალიას დაუზავდა

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ ჯენზანოში იტალიისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც 1:1 დასრულდა.

მატჩის 33-ე წუთზე გიორგი დევდარიანის შეგირდები გაგი მარგველაშვილმა დააწინაურა.

იტალიელებმა ანგარიში 53-ე წუთზე (პარიჯინი) გაათანაბრეს და თამაშიც ასე დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
ქურდაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, დუმბაძე, კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ზარანდია, კერძევაძე
.

თადარიგში იყვნენ: გოშაძე, რ. ჭანტურია, ც. მესხი, ჩიხლაძე, ჭკუასელი, ჯაფიაშვილი, შულაია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბ-ნო გიორგი! ყოველთვის მომწონდით!
jondo
01:50 26-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული