ოთარ გაბელია: თურქული შეკრება სასარგებლო იყო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სამეზობლოში ნაყოფიერად ივარჯიშა და ორი სპარინგიც ჩაატარა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან, რომელსაც ახლო მომავალში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ელის.

თურქული შეკრების თაობაზე კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის თანაშემწე ოთარ გაბელიას ვთხოვეთ:

"ძალიან სასარგებლო შეკრება გამოვიდა. უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები ძალიან ძლიერი, სწრაფი გუნდია. ოთხი წელია, ეს ბიჭები ერთად არიან...

პირველი მატჩი 2:1 მოვიგეთ, მეორე შეხვედრაში კი 0:1 დავთმეთ. წაგებულ მატჩში არ გვყავდა ცენტრალური მცველი სანდოხაძე და საბა ლობჟანიძე, რომელმაც უკრაინელებთან პირველ შეხვედრაში დუბლი
შეასრულა...

როგორც ლეგიონერებს, ისე საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს უამრავი სამუშაო აქვთ. გამოჩნდა დადებითი მხარეებიც. ფეხბურთელებს გარკვეული მითითებები მივეცით...

პირველ მატჩში 4-4-1-1 ტაქტიკური სქემა გამოვიყენეთ, მეორეში კი 4-1-4-1. არ არის გამორიცხული, მომავალში სხვა სქემაც მოვსინჯოთ...

ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევას მოვერიდები, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის ნაკრებთან პირველი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა მეკარე ოთარ გოშაძემ...

გვინდა, სან მარინოსთან შესარჩევ მატჩამდე კიდევ შევკრიბოთ ბიჭები. ეს შეიძლება მოხდეს საქართველოს ჩემპიონატის დასრულების ან თასის ფინალის შემდეგ. კარგი იქნება, თუ ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩავატარებთ. არის რაღაც ვარიანტები და ვნახოთ", - გვითხრა გაბელიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგინდა შენ მაქ ცადი მოშორდი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული