ჩივაძის ვარიანტები - ახალგაზრდული ნაკრების ორი სავარაუდო სპარინგ-პარტნიორი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის, რომელიც სულ მალე ჩაებმება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურ მეტოქეებთან ამხანაგური მატჩების ჩატარებას.

მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ურთულესი ევროშესარჩევი ჯგუფი ერგო - ჩვენთან ერთად არიან ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან მარინო.

როგორც შევიტყვეთ, აქტიურ ფაზაშია შესული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის სწორედ ასეთი კვალიფიციური სპარინგ-პარტნიორის მოძიების საკითხი. ამ დროისთვის განიხილება ოთხი-ხუთი რეალური ვარიანტი.

ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ორი პოტენციური მეტოქის ვინაობა შევიტყვეთ - ჩეხეთი და პოლონეთი. ცხადია, არცერთ მათგანს ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს.

აქვე გავიგეთ
ისიც, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს, ისრაელის ნაკრებთან გაჯიბრების კარგი შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩივაძე მექტამეა და ტავის ახლობლები ყავს ნაკრებსჰი
fexburteli
10:07 24-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული