U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეორე მატჩი პორტუგალიის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

31 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ, I ჯგუფის მეორე შეხვედრაში წაგებით გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.

ანგარიში პორტუგალიელებმა უკვე მე-4 წუთზე, პედრო როდრიგესის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნეს.

ტაიმის მიწურულს ზურაბ მალანიამ (45) გაათანაბრა, გურამ გოშთელიანმა კი 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინაც გაიყვანა.

მაგრამ ქართველმა ჭაბუკებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - ოთო გოშაძის კარი ჯერ ფლავიო სილვამ
აიღო 70-ე წუთზე, აქედან 6 წუთში კი უკვე ჟილ დიასმა გაიტანა და საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

88-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან ლუკა ზარანდია გააძევა.

მანამდე გამართულ შეხვედრაში, ესპანელმა ჭაბუკებმა თურქი თანატოლები გაანადგურეს - 5:0.

დუბლით ბორხა მაიორალი გამოირჩა (55, 77 წუთებზე), თითო კი ალფონსო პედრასამ (8) ხესუს ვალეხომ (43) და მარკო ასენსიომ (73) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ჯგუფს სათავეში მოექცა.

ელიტრაუნდი, რომელსაც თბილისის მასპინძლობს, 3 ივნისს დასრულდება - მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე პორტუგალია ესპანეთს, ხოლო საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეტყობა ავტორს არ ესმის მნიშვნელოა დიტყვებისა "გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნაო".
ამერიკელი
01:27 01-06-2015
0
საღოლ ბიჭები ძალიან კარგად ითამაშეთ. გვეკუთვნოდა გამარჯვება მაგრამ არაუშავს.
0

სიახლეები პოპულარული