"საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი ევროპელები..."

AutoSharing Option
...ეს შემთხვევა საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ელიტრაუნდის მატჩის შემდეგ მოხდა. ჩვენი გუნდი 2:3 დამარცხდა.


გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) საფინალო სასტვენის მერე რუმინელ მსაჯ რადუ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გასახდელების გვირაბამდე შემოაღწია, სტიუარდს უთხრა, ჩემი სულიერი შვილები წაგებას განიცდიან და უნდა დავლოცოო. მერე შემოვარდა და მსაჯისკენ გაიწია. სტიუარდებმა დროულად მოახერხეს მისი გაყვანა.

უეფას დელეგატმა გუშინ შეადგინა რაპორტი, სადაც დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და გადააგზავნა ორგანიზაციის
ოფისში. ჯერ არ ვიცით, ამას რა სანქციები მოჰყვება.

ტურნირი ძალიან კარგად მიდიოდა, უეფას დელეგატისგან დადებითი შეფასებები იყო, ახლა კი ფულადი ჯარიმა იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს", - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში გააკეთეს.

არქიმანდრიტი ანთიმოზი ბრალდებას უარყოფს და მას სოციალურ ქსელში პასუხობს: "ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში რუმინელი ასე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".

"ლელოსთან" კი არქიმანდრიტმა ანთიმოზმა შემდეგი ბრძანა:

"ესპანეთთან და პორტუგალიასთან ჩვენი 19-წლამდელების თამაშებს რომ დავესწარი, მსაჯობით გაოცებული დავრჩი. ამ ევროპელებს მეორეხარისხოვანი ხალხი ვგონივართ!

საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი იმავეს ევროპელები აკეთებენ, თანაც - თბილისში!

მატჩის შემდეგ ჩავედი გასახდელში, ზარანდია რომ დამეწყნარებინა. ლუკა ნიჭიერი ბავშვია და ემოციებმა სძლია. ამ დროს გასახდელების გვირაბში მსაჯი შემოვიდა და ვუთხარი - ასეთი რამ ანთიმოზ ივერიელის ქვეყნის წარმომადგენელს არ გეკადრებათ-მეთქი.

კი ბატონო, აკრედიტაციის გარეშე არ უნდა ვყოფილიყავი და პეტრესკუსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ადამიანურად შენიშვნა მივეცი და საიდან მოიტანეს, რომ ნასვამი ვიყავი, დებოში ავტეხე და გასახდელში შევვარდი. ეს დიდი სიცრუეა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
მაშ ამის მერე შენ ქალი ხარ?
მედეას
03 ივნისი 2015 14:24
0
როცა დოკუმენტურადაც დაუდასტურდება ეს მერეც იტყვის არაფერი ჩამიდენიაო და არ გაგიკვირდეს. ბევრი ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ასე რომ მაინცდამაინც თავს ნუ გამოიდებთ ჩვეულებრივი ანაფორიანი კრიმინალის დაცვაში
fraternity
03 ივნისი 2015 11:12
0
komentarebis avtorebs-ს. გამომივიდა აქ "კარგი ბიჭი". თუ მოგწონს, არ მოუშალოს შენს ჯიშს და ჯილაგს ასეთი "მამაო". მიდი ზიარება ჩააბარე არავინ გიშლის. ხალხს კი თავისი აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის, მათ შორის შენც, ვითომ "კაი ბიჭო". ნახალოვკკა დარჩა ბოლომდე უფანჯრო.
მედეა
03 ივნისი 2015 10:45
0
არ მიყვარს კაცი რომ ნაშასავით ჭორაობს...
ეს თუ ვინმეს შეუვარდა, თუ მითუმეტეს ხელით შეეხო და თუ მითუმეტეს ნასვამი იყო სერიოზულად დასასჯელი გინდა არქიმანდრიტი იყოს და გინდა ქურუმი...
მაგრამ ამდენი თუ იმიტომ დავწერე რომ ჯერ არაფერია გარკვეული, კაცი იძახის არაფერი მსგავსი არ ყოფილაო და გაირკვეს და მერე ლანძღეთ...
თქვენი თვალით არ გინახავთ, მსაჯის და დელეგატის პატაკი თქვენ არ წაგიკითხავთ და ვიღაც სტიუარდის ნაჭორავების გამო კაცს ლანძღავთ?
მე კაცებს მივმართავ რომ კაცურად მოიქცნენ თორემ ეკლესიის მაგინებლები რომ ამ ფაქტს გამოიყენებენ და ენას არ გააჩერებენ ეგ კი ვიცი...
komentarebis avtorebs
03 ივნისი 2015 10:05
0
ოოოოოოო, რას გავპუტავდი!!!!! ამ დაუბანელს!!!
anano
03 ივნისი 2015 10:02
0
ნუთუ არ შეიძლება აილაგმოს ეს ვითომ მღვდელმსახური? (მგონი უკვე ააცვევინეს ეკლესიიდან, თუ არ ვცდები)არა რა, ჩვენ არ გქვია სახელმწიფო. ქვეყანა კი არა, სუფთა ბალაგანია.
bagrat
03 ივნისი 2015 10:01
0
თუ უეფამ ჯარიმა დააკისრა ფედერაციას და ეს ასეც იქნება, ის ანთიმოზა ანქიმანდრიტას უნდა გადაახდევინო. მორჩა და გათავდა. და საერთოდ ვინაა ეს კაცი, არ წაიღო ტვინი თავისი გამოხტომებით!!!!
melano
03 ივნისი 2015 10:00
0
SOS!!!!
kobi
03 ივნისი 2015 09:58
0
არც მე უარვყოფ რომ ხანდახან გვჩაგრავენ მსაჯები მაგრამ ჩვენ მარცხში მხოლოდ მსაჯებზე ნუ ვიტყვით საყვედურს და კრიტიკას გასაკრიტიკებელია ჩვენი ნაკრებების თუ კლუბების ტამაშის ხარისხი და დონე მთავარი მარცხების მიზეზი მე ვფიქრობ რომ ამაშია რა გავიტანეთ გოლები და არ ჩაგვითვალეს?
emzari
03 ივნისი 2015 09:17
0
ამ კაცს კიდევ ანაფორა აცვია? ვერ ხედავთ, რომ ეკლესიას ყველა ფეხის ნაბიჯზე არცხვენს? ყველამ ხომ იცით ანაფორა რომ არ ეცვას სადაც იქნებოდა დღეს, ეს კი ბავშვებს ნათლავს. ღმერთო გვიშველე.
kkk
03 ივნისი 2015 08:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული