U21. სან მარინო-საქართველო 0:3 - დასაწყისი კარგია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სანმარინოელ თანატოლებს დაუპირისპირდა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი მეტოქის სტატუსს და შესარჩევი ჯგუფის შემადგენლობას, ალექსანდრე ჩივაძის გუნდის წინაშე ერთადერთი ამოცანა იდგა - გამარჯვება!

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, სამი ფეხბურთელი (გოროზია, გურეშიძე, გოგინაშვილი) რომ მოისაკლისა, თამაში აქტიურად დაიწყო და მთელი მატჩი შეტევაში გაატარა.

ისე მოხდა, რომ პირველ ტაიმში დაცვაში 11 ფეხბურთელით გამაგრებული მეტოქე ერთადერთხელ გავტეხეთ.

არადა, იმის მიუხედავად, რომ თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორს იყო, თუნდაც პირველ ნახევარში უამრავი შანსი შეგვექმნა. ქართველთაგან გატანა
მართებდათ ოთარ კაკაბაძეს, ლუკა კიკაბიძეს, საბა ლობჟანიძეს, გიორგი პაპუნაშვილს, გიორგი აბურჯანიას...

ჩვენი გუნდი მხოლოდ 44-ე წუთზე დაწინაურდა. დავით უბილავამ მარცხენა ფლანგიდან მწვავედ ჩააწოდა სანმარინოელთა საჯარიმოში, სადაც დინამოელი პაპუნაშვილი და ნიკა კაჭარავა ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საგოლე დარტყმა კი "ცხინვალის" ფორვარდმა შეასრულა.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო. 58-ე წუთზე ულამაზესი გოლი გავიტანეთ - აბურჯანიამ "დაფარული" პასი გაუჭრა კაჭარავას და მანაც, მეკარესთან პირისპირ გასულმა, ქუსლით გაიტანა - 2:0.

შანსები ამის მერეც გვქონდა. თუნდაც, პაპუნაშვილის მიერ ძელისთვის გარტყმული ბურთი გავიხსენოთ...

მესამედ, სანმარინოელთა კარი 81-ე წუთზე ავიღეთ. უაღრესად აქტიურმა კაკაბაძემ ძლიერად დაარტყა. ბურთი ბენედეტინიმ მოიგერია, თუმცა იქვე გაჩნდა პაპუნაშვილი და მესამედ შეარხია მასპინძელთა კარის ბადე - 3:0.

შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა.

მატჩი ინციდენტით დასრულდა - ბოლო წუთზე სანმარინოელებმა აბურჯანიას წინააღმდეგ იუხეშეს. ალბანელმა არბიტრმა მინდვრიდან გააძევა ჩენზონი, გაწევ-გამოწევისთვის კი პაპუნაშვილი გააფრთხილა.

U21. ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ტური
სან მარინო-საქართველო 0:3
გოლები: 0:1 კაჭარავა (44), 0:2 კაჭარავა (58), 0:3 პაპუნაშვილი (81).
სან მარინო: ბენედეტინი, გრანდონი, ჩეზარინი (76. დ"ადარიო), როსი, მან. ბატისტინი, პროლი, ჩენზონი, მურაჩინი (62. მიკ. ბატისტინი), გოლინუჩი (62. ჩეკაროლი), ტომასინი, მ. ბერარდი.
სათადარიგოები: ფ. ბერარდი, მანძაროლი, ზანოცი, ძავოლი.
მწვრთნელი: მირკო პაპინი
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (88. შენგელია), კიკაბიძე (66. ერისთავი), კაჭარავა (86. დარციმელია).
სათადარიგოები: მიქავა, ენდელაძე, ცნობილაძე, არაბული
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დვალი (10), ბატისტინი (52), პაპუნაშვილი (90)
გაძევება: ჩენზონი (90)
არბიტრი: ე. იორგი (ალბანეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბ-ნ ალექსანდრე ჩივაძეს ვთხოვოთ რომ ჩაიბაროს ეროვნული ნაკრები.
benni sanches
15:56 15-06-2015
0
მაისურაძემ ჯერ თავის გუნდს მიხედოს!!!არ გცხვენია ჩივაძეს ადარებ მაისურაძეს?თქვენნაირები რომ აკეთებენ კომენტარებს იმიტომ გვაქვს კარგად საქმე
benni sanches
15:54 15-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული