ჩვენი ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები რუსეთის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებები არიან.
ტურნირის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან გამართა. ქიმერიძისა და ხარაბაძის გოლებით გოჩა ავსაჯანიშვილის ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.
მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. უკვე მე-13 წუთზე აკაკი ქიმერიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ რუსეთის ნაკრები ანგარიშის გასათანაბრებლად მთელი გუნდით უტევდა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში შედეგიანი დარტყმის განხორციელებას ვერ ახერხებდა.
სამაგიეროდ,
მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს კვლავ ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შანსები, თუმცა მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. არადა, რუსებს მშვენიერი შანსი მიეცათ, ანგარიშის სხვაობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეემცირებინათ, თუმცა ნიკიტა რიბაკოვმა ლუკა გუგეშაშვილს ვერ აჯობა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა პენალტი მოიგერია.
23 ივნისს საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელორუსის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგო.
22.06.2015. "ასტანა არენა"
U17. რუსეთი-საქართველო 0:2 (0:2)
გოლები: ქიმერიძე (13), ხარაბაძე (35)
რუსეთი U17: ბატერი (კატკოვი 74), ნესტეროვი, კაკვასინი, კახიძე, ტოპილსკი (ფილიპენკოვი 41), რიბაკოვი, პეტოში (ვოლკოვი 63), ცაავა (გალოიანი 41), მამარასული (ვლადიმიროვი 69), აიბოვი (ფეოკტისტოვი 51), კოპილოვი
საქართველო U17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი 75), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 54)
მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი.
სფფ-ის პრესსამსახური