* * *
ალექსანდრე ჩივაძის გუნდი საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის. ამ შეხვედრაში ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს, გიბრალტართან მატჩში მისი დებიუტიც შედგება. გიორგი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის შემდეგ შემადგენლობას უხმო:
მეკარეები: ოთო გოშაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ლაშა დვალი ("დუისბურგი", გერმანია), გიორგი თევზაძე ("დინამო", თბილისი), დაჩი ცნობილაძე ("სამტრედია"), დავით უბილავა ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გადრანი ("ჩერნომორეცი", უკრაინა), ჯემალ ტაბიძე ("გენტი", ბელგია), ლევან გეგეჭკორი ("შუქურა", ქობულეთი), გიორგი ცერცვაძე ("ცხინვალი")
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე ("სამტრედია"), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა "დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"), გიორგი აბურჯანია ("ანორთოსისი", კვიპროსი), გიორგი გოროზია ("სტაბეკი", ნორვეგია), გიორგი ერისთავი ("დილა", გორი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი"), ლევან შენგელია ("ტუბიზე", ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე "საბურთალო"), ილია კერძევაძე ("შუქურა", ქობულეთი).
6 ოქტომბერს გუნდები "მიხეილ მესხზე" მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშებს გამართავენ.
ალექსანდრე ჩივაძე და მისი გუნდი სტადიონზე 17:00 საათიდან გამოჩნდებიან. თავდაპირველად, მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას ჩივაძე გამართავს. საქართველოს ნაკრების ვარჯიში კი 17:30 წუთიდან დაიწყება. ესპანეთის ნაკრები 19:00 საათზე ივარჯიშებს.
მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით