ლობჟანიძის სუპერგოლი და ქურდაძის ბრწყინვალე "სეივი" ესპანეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა უკვე მე-2 წუთზე, მუნირ ელ ჰადადის გოლით გახსნეს, თუმცა უკვე მე-5 წუთზე მათე ცინცაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.

პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა, მეორე ნახევარში კი ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ანგარიშში წინ გასვლაც შეძლეს. ესპანელთა საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა - 2:1.

მასპინძელთა სიხარულმა სულ წუთნახევარს გასტანა - მარკო ასენსიომ უმალ აღადგინა წონასწორობა. ამის
შემდეგ კი ჯერ ბორხა მაიორალმა (67) აიღო ბექა ქურდაძის კარი, შემდეგ კი 73-ე წუთზე ელ ჰადადიმ მიითვალა დუბლი.

შეიძლება ითქვას, დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ მეკარე ქურდაძე თამაშობდა, რომელმაც რამდენჯერმე კი იხსნა კარი აშკარა გოლისგან, მაგრამ ბოლო წუთზე დანი სებალიოსის დარტყმულს მაინც ვეღარ გაუმკლავდა - საბოლოოდ 2:5.

დღესვე გამართულ ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ხორვატიის 21-წლამდელებმა სტუმრად სან-მარინოს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 3 0 0 7-0 9
2. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6
3. შვედეთი 1 1 0 0 3-0 3
4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3
5. ესტონეთი 3 0 1 2 0-6 1
6. სან მარინო 4 0 1 3 0-8 1
მკითხველის კომენტარები / 9 /
საკლუბო და კიდევ უფრო ადრეულ დონეზე არსებული კლუბის მწვრთნელები თავიანტი კლუბის მმართველებიანად უნდა უნდა ჩაამწკრიოვო კედელთან და დახვრიტო.

სირბილს რო ვერ ასწავლი ბავშვს და ახალგაზრდას...
ჯამალ
08 ოქტომბერი 2015 14:05
0
ვიღაცას აწყობდა ჩივაძე რომ ყოფილიყო მწვრთნელი და იყო,თუ კიდე ეყოლება ახლობელი კიდევ იკნება რა პრობლემაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა იცის, ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მთავარია ახლობელი გყავდეს ზევით
soso
08 ოქტომბერი 2015 12:30
0
ოდესღაც ვამბობდი, რომ ჩივაძე ერთი კაი თბილისელი თამადაა (ისიც, წერტილი რომ მოუვა და მაგიდაზე ასვლის ხასიათზე დგება - მტრისას). არაა მწვრთნელობა ამ კაცის საქმე და შეეშვით!!!
nikata
08 ოქტომბერი 2015 11:39
0
მოაცილეთ ჩივაძე, დანიშნეთ ცეცაძე ან კაჭარავა და შედეგიც იქნება. მარტო საბურთალო და დინამო თბილისია საქართველო? ჩივაძეს საერთოდ თუ აქვს ნანახი თამაშები სამტრედიის და ცხინვალის, არ ათამაშო კაჭარავა და ენდელაძე რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან , შედეგი მიტომ მიიღო. მწვრთნელი რომ ფეხბურთელს შეეკითხება შენ დამცველი ხარ თუ ნახევარმცველიო მეტ შედეგს მისგან არც უნდა ელოდო.
d
08 ოქტომბერი 2015 11:25
0
არ ვიცი თამაშს თუ უყურეთ საქართველომ კარგად ითამაშა მაგრამ ფსიგოლოგიურად მოუმზადებელი გუნდია სწრაფად გაუთანაბრეს და მაშინვე გატყდნენ!!!!!!!!!!!!!
გენო
08 ოქტომბერი 2015 08:10
0
მოგელანდებით.
შენ
08 ოქტომბერი 2015 03:37
0
60-ე წუთზე 2:1 ვიგებდით. დარჩენილ 30 წუთში 4 ბურთი გავუშვით. თამაში მსაჯის სასტვენამდეა ახალგაზრდებო! კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს ესპანელებმა. თავში არ უნდა აგივარდეს წინ გასვლა, როცა წინ გადიხარ მაშინ უფრო მეტი მობილიზება, სიფხიზლე, ფოკუსის მოხდენა, ყურადღების კონცენტრაცია გჭირდება ვიდრე მაშინ როცა აგებ. ახალგაზრდებმა უნდა გამოიტანონ დასკვნები ამ გაკვეთილიდან. არავინ ელის საქართველოს მიერ ესპანეთის დამარცხებას, მაგრამ სრული მოდუნება და ქაოსი, 4 გოლი 30 წუთის განმავლობაში, გონებრივ სისუსტეზე უფრო მეტყველებს ვიდრე ფიზიკურზე.
ლუკა
08 ოქტომბერი 2015 03:31
0
მკვდრის გადარჩენა არ გამიგია მე. ახალი უნდა დაიბადოს ალბათ
me
08 ოქტომბერი 2015 00:12
0
არაუშავს სამაგიეროთ სანმარინოს ხო ვუგებთ:) ვაი ქართულო ფეხბურთო რა ძნელია შენი გადარჩენა
maxo
07 ოქტომბერი 2015 23:44
0

სიახლეები პოპულარული