ამის მიუხედავად, ახლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის. ხვალ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი D ჯგუფის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩში, გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე", შვედ თანატოლებს დაუხვდება.
მატჩის წინ კომენტარი ვთხოვეთ ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდ ნიკა კაჭარავას:
"ესპანეთი ამ ასაკში უდავოდ საუკეთესო გუნდია. თამაში ისე დაიწყო, როგორც ველოდით. ბურთს ძირითადად მეტოქე ფლობდა. ჩვენ კი კონტრშეტევებზე ვცდილობდით თამაშს... სამწუხ
ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ჩვენთვის ახლა მთავარია, უშუალო კონკურენტებს, შვედეთსა და ხორვატიას მოვუგოთ...
შვედეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია. ამდენად, წინ ძალიან რთული თამაში გველის. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მხოლოდ 3 ქულა იქნება მისაღები", - გვითხრა კაჭარავამ.
შვედეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს გიორგი აბურჯანიაც დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კვიპროსული "ანორთოსისის" საყრდენი ნახევარმცველი თავდაპირველად სიაში არ ფიგურირებდა და ამიტომაც არ უთამაშია ესპანელთა წინააღმდეგ.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი
15 ოქტომბერი
სან მარინო-ესტონეთი 1:2
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12
2. ესპანეთი 4 3 1 0 13-3 10
3. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7
4. საქართველო 5 2 0 3 8-11 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2-15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1-15 1
17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
ხორვატია-ესპანეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"