კაკი ქიმერიძე: "შახტართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა თქვა, დონეცკის "შახტარი" 3 ქართველით დაინტერესდა და მათი გადაბირება სურსო. საუბარი დიმიტრი ვირუბოვზე, ნუგზარ სპანდერაშვილსა და კაკი ქიმერიძეზე იყო.

Sportall.ge სწორედ ამ უკანასკნელს დაუკავშირდა და "შახტარის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ჰკითხა. ამის გარდა, ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შეფასებაც ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში იტალიის, ბოსნიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.

"ჩემი აღმზრდელი მწვრთნელებისგან გავიგე, რომ ჩემით უკრაინული
გუნდი ინტერესდება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

ნაკრებს რაც შეეხება, არ დაგიმალავთ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ასაკში სუსტი და ძლიერი არ არსებობს, შედარებით რთულ ჯგუფს ველოდით. მიხარია, რომ ელიტრაუნდი ჩვენს ქვეყანაში ტარდება და არანაკლებ ის მახარებს, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებ.

ქართველ გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ", - გვითხრა ქიმერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქიმერ წარმატებები შენ და მთელ გუნდს ყველა მომცონხართ ასე გააგრძელეთ ამ ბოგმიან ხალხს ნუ უსმენ წარმატებები მაგარი გუნდი გაჩითე გოჩა მას წარმატებები წარმატებები
0
რუსეთის წინააღმდეგ უხარია იმიტომ რომ მტერს დედა ბურთი მაინც გადააგლიჯოს თავზე .ყველა ნორმალური ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს და არა შენსავით 555
levan
12:49 11-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული