17-წლამდელთა ბოლო სპარინგი ჩაიშალა, შეკრება დასრულდა

AutoSharing Option
ურეკულ შეკრებაზე მყოფ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ბოლო საკონტროლო მატჩი ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" გუშინ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ შეხვედრა დიდთოვლობის გამო ვერ გაიმართა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი შეკრებას ასრულებს, ნაკრების ფეხბურთელები კი საკუთარ კლუბებს უბრუნდებიან.

22 და 24 თებერვალს საქართველოს ნაკრები ესპანეთში იქაურ 17-წლამდელებს ამხანაგურად შეხვდება. მომდევნო შეკრებას ჟორჟიკაშვილი და მისი ასისტენტები ესპანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებენ.

ურეკში ჩვენი 17-წლამდელები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით იყვნენ წასულები და ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს: ოზურგეთის "მერცხალი" 2:1
დაამარცხეს, ლანჩხუთის "გურიას" 1:0 სძლიეს, ფოთის "კოლხეთსა" და ბოლნისის "სიონთან" კი, შესაბამისად, 2:4 და 1:3 დამარცხდნენ.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული