საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?

AutoSharing Option
გოჩა ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია დაზუსტებულია, ოღონდ ჯერ არ არის ცნობილი, ვინც შეცვლის მწვრთნელს, რომლის აწ უკვე ყოფილ გუნდს წინ თბილისური ევროშესარჩევი რაუნდი ელის...

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ვერაფრით შეფასდება. ნებისმიერ დროსა და სივრცეში მწვრთნელი მის მიერ მიღწეული შედეგით ფასდება. შედეგი კი საქართველოს ამ ნაკრებს ნამდვილად ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. გასაგებია, რომ ქართველთა წარმატებას ხელი იღბალმაც შეუწყო, მაგრამ დრო გადის
და რჩება ტაბლო, როგორც უტყუარი მოწმე ამა თუ იმ გუნდის წარუმატებლობისა თუ წარმატებისა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრებს თბილისური ელიტრაუნდი ელის, რომელშიც ჩვენს გუნდს მართლაც რომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან (რუსეთი, იტალია, ბოსნია) მოუწევს საქმის დაჭერა.

ამდენად, ავსაჯანიშვილის შემცვლელს ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს - მან ჯერ ახლოს უნდა გაიცნოს გუნდი, მერე თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და ბოლოს კარგი შედეგიც "დადოს".

რაც შეეხება ავსაჯანიშვილის მუშაობას, ის ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. ასე იყო თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გასაკეთებელი გააკეთა.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ დავწერთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული ასაკობრივ ნაკრებთათვის მთავარი მწვრთნელების შერჩევისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუნდაც 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ სამწვრთნელო შტაბს უმოკლეს დროში ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა ბოლომდე ჩასწვდეს თითოეული ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 17-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ახლა იწყობს უცხოურ კარიერას და მწვრთნელებს საშუალება აღარ ექნებათ, ამ ფეხბურთელების თამაშს უშუალოდ საქართველოში დააკვირდნენ.

მხოლოდ დრო გამოაჩენს იმას, თუ რამდენად დასაბუთებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიმართ სწორედ ახლა, როცა თბილისურ ელიტრაუნდამდე ბევრი დრო აღარ დარჩა.

არადა, ამ ნაკრებში თაობა მართლაც კარგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს დონეცკის "შახტარს". უკვე გაცნობეთ, რომ კაკი ქიმერიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი და დიმიტრი ვირუბოვი, შესაძლოა, პირდაპირ მინსკის ტურნირიდან გაემგზავრონ დონეცკში. ეს უკვე წარმატებაა, რასაც "შახტარის" რიგებში ჩვენებური გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშიც უწყობს ხელს.

საქართველოს ნაკრების წევრები მომავალი სეზონიდან ითამაშებენ პოლონეთში, ბელგიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრია ამ გუნდში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც სულ უფრო უშინაურდება გია გეგუჩაძის გუნდის ძირითად შემადგენლობას...

მოკლედ, ეს ის თაობაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ელიტრაუნდის ბარიერის დაძლევა და თაობა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დაიკარგოს!

მეორე მხრივ, ეს საქართველოა და არასოდეს შეწყდება იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც "იმის" კაცია და ვიღაც - "ამის". არასოდეს გამოილევა განაწყენებული მშობელი, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესად თამაშობს ფეხბურთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
ავსაჯან ჯიგარო მაგარო კაციხარ კაცური
j
11 იანვარი 2016 21:55
0
ავსაჯანას ბევრი მიქარვები აქვს მაგრამ ეხლა მაგის მოხსნა ბევრ კიტხვებს აჩენს სამ დგეში შეკრება იწყებოდა და ხსნიტ რადროს ექსპერიმენტების და გამოცანების დროა ხალხო ნაკრები ტურნირზე მიდის კიდევ კარგი ვახო დატოვეტ ამ ბავშვებს იცნობს და იცის მატი შესაძლებლობები მაგრად შეგეშალატ
tato
07 იანვარი 2016 17:12
0
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ავსაჯანიშვილი ქართულ ფეხბურთში, გოჩას გაზრდილი ხალხი სად თამაშობს გადახედეთ ერთი... კობიაშვილის საყურადღებოდ მოსახსნელი მოგეხსნა ვინც იყო სახელებს და გვარებს არდავწერ. გოჩაზე ვინც ამბობს რო მექრთამეა და ფულისტიო მაგ სიმართლით იარეთ, პირადად მომსწრე ვარ ფაქტის ვიღაც ქალი ოქროს ბრასლეტს აძლევდა შენს სახელზე მაქვს ნაყიდიო მითუმეტესს ვერავინ ხედავდა შემთხვევით შევესწარი და გოჩამ იმხელა წივილ კივილი აუტეხა ამქალს რო რავიცი...გოჩა პირველ რიგში მაგარი მწვრთნელია მაგარი კაცია და მაგარი პიროვნებაა...გენაცვლაეე ავსაჯან
badri
07 იანვარი 2016 13:58
0
მუჯირმა ავსაჯანას დზველი ამბები გაუხსენა ბიჭს არ ატამაშებდა არა და მარტლა ვერ ტამაშობდა მუჯირის ბიჭი ავსაჯანას ჩემი მტერი მიუდგეს არ იყ ისეტი რა პროსტა ამ ჭიდილში ქარტული ფეხბურტი იგუპება გეცდია დატო ელიტ რაუნდი ავსაჯანასტვის მაინც ცააგებდა და მერე მოგეხსნა ტუ ეხლა უფრო მწარეა
misho
06 იანვარი 2016 13:46
0
ცნობილი გამონათქვამია:"коней на переправе не меняют ", დავიჯერო ეს კობიმ და კალამ არ იციან ? იციან მაგრამ გოჩას არველაძეებთან დაახლოებას არ პატიობენ.კობიმ ქეცბაზე თქვა ის არ მეწყინაო ნაკრებიდან რომ გამიშვაო არამეტ ის რომ დარეკვაც არ იკადრაო და თვითონ რა ქნა? გოჩა მოხსნა და არც კი დაელაპარაკა. აი რა შორს არის სიტყვა და საქმე - შხვაშ ლაკვატა ეფ ოოთამალ რენია - გამგები გაიგებს, გოჩა კიდევ დაამტკიცებს თავის სიძლიერეს და კაცობაში ამათ რომ ჯობია ეს უეჭველია ძმებო !
suxo-doctor
06 იანვარი 2016 01:52
0
ცნობილი რუსული გამონათქვამია: "коней на переправе не меняют" - დავიჯერო ეს კობიმ ან კალაძემ არ იციან? იციან მაგრამ გოჩას არ პატიობენ არველაძეებთან დაახლოებას.ეს საქართველოაააააააა !
suxo
06 იანვარი 2016 01:40
0
ხოდა ქიმერა სპანდერა და ვირუბოვი ავსაჯანამ არ ჩამოიყვანა და გაზარდა?თუ არ ვარგა როგორ გაიზარდნენ ესენი ნაგდად ვიცი ამათ არაფერი აქვტ გადახდილი რაიონებიდან ჩამოიყვანა თვითონ
dato
05 იანვარი 2016 15:35
0
ავსსაჯანას არ ვიცავ გეფიცებიტ პროსტა ეხლა მაგის დრო არ იყო ზეპირად იცის ყველას შესადზლებლობები არის ტუ არა მაგარი მცვრტნელი ელიტ რაუნდის მერე მარტლა გასაშვები იყო ეხლა მაგრატ მიქარეტ ფედერაციაში დაპირისპირების გამო ბავშვები იჭ ყლიტებიან შუაში როდის ახალ გუნდს შეკრიბავტ როდის ეს მცვრტნელები გაერკვევიან ვახოც მაგატი გუნდის არ იყო ხალხო მაგრატ შეგეშალატ
gio
05 იანვარი 2016 15:29
0
შედეგი დადო აბა ვინ გეკიტხება რა აიგო მატხოვარო ამ კაცმა დაამტკიცა სენ დაამტკიცე ფულს რომ იგებს
demna
04 იანვარი 2016 19:47
0
ვისაცც არ გკონიათ შეხება არ ვიცი ამ კაცთან მაგრამ, ავსაჯანაშვილი არის ფულისტი და ფული შოვაა მისი ჰობი. ავსაჯანაშვილის სამწვრთნელო რო გახდება ასაკობრივი ნაკრები მაგიტო აგვეწყობა საქმე, აჩიკო არველაძის შეტენილია ჩერეზ 35 სკოლიდან
iuri
04 იანვარი 2016 19:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული