საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?

AutoSharing Option
გოჩა ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია დაზუსტებულია, ოღონდ ჯერ არ არის ცნობილი, ვინც შეცვლის მწვრთნელს, რომლის აწ უკვე ყოფილ გუნდს წინ თბილისური ევროშესარჩევი რაუნდი ელის...

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ვერაფრით შეფასდება. ნებისმიერ დროსა და სივრცეში მწვრთნელი მის მიერ მიღწეული შედეგით ფასდება. შედეგი კი საქართველოს ამ ნაკრებს ნამდვილად ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. გასაგებია, რომ ქართველთა წარმატებას ხელი იღბალმაც შეუწყო, მაგრამ დრო გადის
და რჩება ტაბლო, როგორც უტყუარი მოწმე ამა თუ იმ გუნდის წარუმატებლობისა თუ წარმატებისა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრებს თბილისური ელიტრაუნდი ელის, რომელშიც ჩვენს გუნდს მართლაც რომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან (რუსეთი, იტალია, ბოსნია) მოუწევს საქმის დაჭერა.

ამდენად, ავსაჯანიშვილის შემცვლელს ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს - მან ჯერ ახლოს უნდა გაიცნოს გუნდი, მერე თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და ბოლოს კარგი შედეგიც "დადოს".

რაც შეეხება ავსაჯანიშვილის მუშაობას, ის ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. ასე იყო თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გასაკეთებელი გააკეთა.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ დავწერთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული ასაკობრივ ნაკრებთათვის მთავარი მწვრთნელების შერჩევისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუნდაც 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ სამწვრთნელო შტაბს უმოკლეს დროში ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა ბოლომდე ჩასწვდეს თითოეული ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 17-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ახლა იწყობს უცხოურ კარიერას და მწვრთნელებს საშუალება აღარ ექნებათ, ამ ფეხბურთელების თამაშს უშუალოდ საქართველოში დააკვირდნენ.

მხოლოდ დრო გამოაჩენს იმას, თუ რამდენად დასაბუთებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიმართ სწორედ ახლა, როცა თბილისურ ელიტრაუნდამდე ბევრი დრო აღარ დარჩა.

არადა, ამ ნაკრებში თაობა მართლაც კარგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს დონეცკის "შახტარს". უკვე გაცნობეთ, რომ კაკი ქიმერიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი და დიმიტრი ვირუბოვი, შესაძლოა, პირდაპირ მინსკის ტურნირიდან გაემგზავრონ დონეცკში. ეს უკვე წარმატებაა, რასაც "შახტარის" რიგებში ჩვენებური გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშიც უწყობს ხელს.

საქართველოს ნაკრების წევრები მომავალი სეზონიდან ითამაშებენ პოლონეთში, ბელგიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრია ამ გუნდში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც სულ უფრო უშინაურდება გია გეგუჩაძის გუნდის ძირითად შემადგენლობას...

მოკლედ, ეს ის თაობაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ელიტრაუნდის ბარიერის დაძლევა და თაობა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დაიკარგოს!

მეორე მხრივ, ეს საქართველოა და არასოდეს შეწყდება იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც "იმის" კაცია და ვიღაც - "ამის". არასოდეს გამოილევა განაწყენებული მშობელი, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესად თამაშობს ფეხბურთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
ISE MAGLA ACIA TAMASA KOBIAHVILMA,AM LOGIKIT GAMODIS ROM DZVELI MCVRTNELEBI IMITOM GAANTAVISUFLA ROM.AXLEBI VINC MOVA. ASAKOBRIV NAKREBEBS,AXALGAZRDULS JGUFIDAN GAIKVANS DA UFRO CARMATEBULEBI IQNEBIAN.VITOM?!
QAQUCA
04 იანვარი 2016 16:31
0
როდის დავანებებთ თავს საკუთარ კარში გოლის გატანას, ყოველ დღე და ყოველ წელს ველი უკეთესობას, დამაწყდა ნერვები არადა 1964წლიდან ვარ ავად იმ სნეულებით რომელსაც ფეხბურთი ქვია,
მურთაზი
04 იანვარი 2016 16:28
0
okribas: რაც საერთოდ არ მაქვს ფედერაციასთან შეხება და არც ვიცნობ იქ მომუშავე სასტავს, მტყუვნის....
ქომაგი
04 იანვარი 2016 16:21
0
მდაა, მოკლედ სულ გაუტია... "მინიმუმ ავსაჯანიშვილზე ნაკლები არ უნდა იყოს"ო. და ეს ვინ უნდა განსაზღვროს, შეენ!? თუ ვინ, ან საერთოდ იზომ-იწონება ეს თემა?!
ეს ბავშვთა ფეხბურთია იუზგარ და ბავშვთა ფეხბურთში გოცას ბევრი ჰყავს გაზრდილი. ერთ დროს მისი 4 თუ 5 ფეხბურთელი იდგა ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგEნლობაში. ასეთი რამე ქართულ ფეხბურთს არ ახსოვს. ცხონებულ კარლო ხურციძის გაზრდილებს თუ არ ჩავთვლით 1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამოში". შენ კი გოჩას პროფესიონალიზმი დაუწუნე, იმ კაცს რომელმაც 35-სკოლა ისევ ფეხზე დააყენა. ამ ნაკრებიდანაც ვისზეც ვსაუბრობთ, რამდენიმე სხვა ქვეყნის გუნდებს მიჰყავთ, გოჩასივე გაზრდილები. შენ კი უზრდელობაზე მეტს სჩადიხარ, ასეთ კაცს კომპეტეტურობას უწოდებ და ფედერაციას მის განთავისუფლებას უწონებ.

okribeli
04 იანვარი 2016 16:14
0
"ს.ფ.ფ." ხარ აბა რა ხარ, იქაური ახალი
"ფედერა-ც-ების" გუნდის წევრი ხარ. ადრინდელებივით თქვენც დაიწყეთ "ფედერა-ც-ობა" და გინდათ ხალხს ჯიგრობად მოაჩვენოთ.
okriba
04 იანვარი 2016 15:55
0
ეხლა მეორე საკითხია, რომ შინაურულად არ მოიყვანოს ფედერაციამ მწვრთნელად "ძმა-ბიჭები". კვალიფიციური სპეციალისტი უნდა დანიშნონ, მინიმუმ ავსაჯანიშვილზე ნაკლები არ უნდა იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არა აქვს. ისევ დარეკვებით და ძმაკაცობით წავა ფეხბურთელების შერჩევა..
ქომაგი
04 იანვარი 2016 15:41
0
okribels: ოკრიბა შენი საქმე არ არის მე რას დავირქმევ. მეორე, მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომელიც მიმაჩნია რომ სწორია და მესამე, თუ საპასუხო აზრს გამოთქვამ უზრდელობაში ნუ გადადიხარ ჯიგარო
ქომაგი
04 იანვარი 2016 15:31
0
აქ არც მუჯირია შუაში არც კობიაშვილიც,აქ მთავარი ბოღმა და ღვარძლი კალაძეა,მართლა არაფერი ეშველება არც ქვეყანას
და
არც ფეხბურთს,და ოთარ კორღალიძეს და კიდევ ბევრს იმის გარდა რომ რეზოსთან მუშაობდნენ რა ნაკლი აქვთ როგორც მწვრთნელებს ერთი მითხრან რომელიმე ამ ახლებმაა
dato
04 იანვარი 2016 15:23
0
მეგობრებო კარგად გამიგეთ, გოჩასაც არ ......, მაგრამ გული დამწყდა, მეგონა ეს ახალი ფედერაცია რაღაცით უშველიდა ჭაობში ჩაძირულ ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ამეებმაც მაიმუნურად დაიწყეს ამ მაიმუნის წელში საქმის კეთება და უკვე კოჭებში ეტყობათ არაფერს კარგს არ მოუტანენ ქართულ ფეხბურთს. სამართლიანობას როცა "ნასოკს" წაკრავ, იქ წარმატება არ იქნება. იქ არც ღირსება იქნება და არც პროფესიონალიზმი.
okribeli
04 იანვარი 2016 15:19
0
mekos: ეტყობა თქვენი ახლობელია გოჩა ან ნათესავი და მაგიტომაც ხართ მაგ განწყობაზე. მე ვამბობ სიმართლეს, ჯგუფიდან რომ ვერ გასულიყო დიახაც ეხლა რომ გული შეგტკივათ ავსაჯანიშვილზე, ლანძღვით გაავსებდით მაგ კაცს და დაასამარებდით როგორც გჩვევიათ ხოლმე.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ეგეთი ბანალური ფრაზებით შორს ვერ წავალთ. რაციონალურად და პრაგმატულად უნდა შეხედოთ საკითხს. აქედანვე უნდა ვიფიქროთ მომავალზე და შევხედოთ დღეს დაშვებულ შეცდომებს, ნუ დაველოდებით ურემის გადაბრუნებას.
ქომაგი
04 იანვარი 2016 15:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული