U17. საქართველო-ფინეთი 0:1 - მარცხი "განვითარების თასზე" [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში "განვითარების თასი 2016" მეორე მატჩი ფინელ თანატოლთა გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

ვასილ მაისურაძის გუნდმა გოლი 28-ე წუთზე გაუშვა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ქართველი 17-წლამდელები ჯგუფის ბოლო მატჩს უკრაინელ ჭაბუკებთან 21 იანვარს გამართავენ. ამ უკანასკნელებმა დღეს მოლდოვას ანგარიშით 5:1 მოუგეს და C ჯგუფს, ფინელებთან ერთად, 4-4 ქულით ლიდერობენ. მაისურაძის გუნდი კი, რომელმაც პირველი ტურის შეხვედრაში მოლდოვას სძლია (5:4), 3 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

12-გუნდიან ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან აუცილებლად გამარჯვება, ხოლო ჯგუფის მეორე მატჩში მოლდოვასთან ფინელთა ვერმოგება სჭირდება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება:
მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა სწრაფგამძლეობა თუ ძმახარ ამ ნაკრებში რა არის კარგი ყველაფერში ჩაისვარეს რა კალენდარი რა აგდგენა თუ დზმახარ სად იპოვეთ ამდენი ... ესენი სად უნდა გამოაჩინოტ თუძმახარ.რა გინდოდათ ავსაჯანასთან ცემი მტერი მიუდგეს კაცობას ვფიცავარ საათივით ქონდა აწყობილი გუნდი
0
ბიჭებო, გთხოვთ ქართული ფეხბურთი ითამაშეთ, ლამაზი, ლაღი და შედეგებზე მერე იფიქრეთ, როცა დიდ ფეხბურთში შეხვალთ, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისის დინამო, ჩვენი ნამდვილად საამაყო გუნდი 1936 წლიდან მონაწილეობდა იმ კავშირის ჩემპიონატში და მხოლოდ 1964 წელს გახდა ჩემპიონი, თუმცა ყველა ამ წლების განმავლობაში საუკეთესოებს შორის იყო, ამ წლებსი ჩამოყალიბდა ქართული ფეხბურთის ფენომენი, რომელსაც მაშინ სამხრეთულ, ბრაზილიულ სტილის სახელით იხსენიენებდნენ. მოგეხსენებათ იმ წლებში ბრაზილია დომინირებდა არა ტოტალური ან პრაგმატული ფეხბურთით, არამედ შემოქმედებითი, სანახაობრივი ფეხბურთით. ბიჭებო შედეგზე ორიენტირება აუცილებელია, მაგრამ ეს შემდგომ პროფესიული ფეხბურთის დაწყების შემდეგ, თუმცა შემოქმედებითი, სანახაობრივი ელემენტები არ შემდეგში არ უნდა დაგვავიწყდეს. ბიჭებო უკაცრავად თავი შეგაწყინეთ. გაიხარეთ, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ..
gizog
12:02 20-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული