გიორგი ყიფიანის შეგირდები უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. 24 და 26 იანვარს ჩვენი გუნდი ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრება.
ორივე შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. 24 იანვარს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
26-ში კი გუნდები გორში გადაინაცვლებენ და "თენგიზ ბურჯანაძეზე" მოსინჯავენ ძალებს. გიორგი ყიფიანმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ბექა ქურდაძე; ოთო გოშაძე (ორივე - საბურთალო)
მცველები: ახალაძე (სამტრედია); ანდრო ნემსაძე; ვახტანგ კაპანაძე; დავით კობოური; ლუკა ლოჩოშვილი (ყველა - დინამო თბ); ცოტნე ნადარაია (საბურთალო);
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი; ირაკლი ბიძინაშვილი; ვლადიმერ მამუჩაშვილი; გიორგი კოხრეიძე; ბექა გვარაძე (ყველა - საბურთალო); დავით სამურკასოვი; გიორგი კიკნაძე; შერმადინ ართმელაძე (სამივე - ლოკომოტივი); ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ); ნიკა ქორიძე (რეჯანა, იტალია)
თავდამსხმელი: გურამ გოშთელიანი (საბურთალო); ენვერ ლილუაშვილი; ბექა მიქელთაძე (ორივე - დინამო თბ)
სფფ-ის პრესსამსახური