U17. საქართველო-უკრაინა 1:3 - ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის ვაგრძელებთ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში "განვითარების თასი 2016"-ში ჯგუფის ბოლო შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამ თამაშის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის შანსი აღარ ჰქონდა - მანამდე გამართულ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფინელმა 17-წლამდელებმა მინიმალური ანგარიშით მოლდოვას სძლიეს და 7 ქულას მოუყარეს თავი.

ქართველთა ერთადერთი გოლი გიორგი კუციამ 71-ე წუთზე, საჯარიმოს შესრულების შემდეგ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა, თუმცა უკრაინელებს ორბურთიანი უპირატესობის აღსადგენად სულ წუთი დასჭირდათ...

საბოლოოდ, C ჯგუფი ბურთების
უკეთესი სხვაობით უკრაინამ მოიგო, საქართველოს ნაკრებმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას VII-IX ადგილებისთვის გააგრძელებს. მომდევნო მატჩს ქართველი ჭაბუკები 23 იანვარს გამართავენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება: მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რას უნდა მივაღწიოთ ქართულ ფეხბურთში? ფეხბურთი მასობრივი სპორტია და ბავშთა ფეხბურთიდან იღებდნენ შევსებას,დღეს ბავშთა ფეხბურთი არ არსებობს,რადგანაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სპორტი,მაგალითად დინამოს აკადემია გახადეს 150 ლარი.თქვენს გარშემო რამდენს შეუძლია ამ თანხის გადახდა?
beqa
24 იანვარი 2016 00:03
0
გული არ გაიტეხოთ.მთავარია ბიჭები მარტამდის მაისურაძემ ერთმანეთში შეათამაშოს.არაა სავალდებულო გუნდის მალ-მალე შეცვლა, რადგან ბიჭები ერთმანეთს უნდა შეეჩვივნენ.
vaspa
22 იანვარი 2016 23:07
0
ამ დინამოს და 35 სკოლას რომ გადააკვდით, სხვა გუნდებიდან არ გინდათ წაიყვანოთ, აი შედეგიც ეს არის.
simartle
22 იანვარი 2016 14:43
0
რა იცოდნენო არ გცხვენიატ მაგიტ ამარტლებტ, ფედერაციის პრეზიდენტი ნიყო ცასული და ტავი შეინახესო არ გცხვენიატ თავი უნდა შეინახო ტუ ტავი უნდა მოიკლან ტამაში მაინც ენახვებიათ ცალკარო რო ითამასეს კობიაშვილის მაინც არ შერცხვატ ეს ბავშვები ვინმეს საჩვენებლად ცაიყვანეთ? ამათ ვინ შეხედავდა სული არ ედგათ ძლივს დარბოდნნ
gio
22 იანვარი 2016 14:11
0
ახლა ისევ მსაჯებს დააბრალებს მაისურაძე. ჩვევა აქვს ეგეთი :DDD ძალიან მაინტერესებს მისი კომენტარი მარცხზე და გამარჯვებაზეც.
giorgi
22 იანვარი 2016 12:32
0
არ უნდა არაფრის მომცემი პანიკა! იცოდნენ გავარდნილები იყვნენ და ძალები დაზოგეს ელიტ რაუნდისთვის. ეს მოსამზადებელი ტურნირია
თბილისელი
22 იანვარი 2016 11:29
0
ეს იმიტომ რომ მარტო თბილისის ნაკრები გყავდათ წაყვანილი ტურნირზე
გიო
21 იანვარი 2016 20:33
0
აწყბილი გუნდი დანგრიეტ კაცს ავსაჯანას ტურნირი არ წაუგია
debilebo
21 იანვარი 2016 20:24
0
Kიდე დაიწყებენ ლაპარაკს გაჭირვებაზე და პირობებზე,ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და დაგვახიეს მათმა პერსპექტიულმა 17 წლიანებმა ბურთი თავზე.ისევ და ისევ ბავშვთა ფეხბურთი ,რომელიც მიგდებულია და ეს ახალი პედერაციაც არ აქცევს ყურადღებას!!!ეს ტყუილი იმედები და დაპირებები ამოვიდა ყელში!!!იმათ ეკიდათ ამათაც კიდიათ.ხალხო წამო ეხლავე გავაპროტესტოთ ეს დამოკიდებულება ფედერაციასთან და მოვთხოვოთ რაიმე სასიკეთო ნაბიჯი ბავშვთა ფეხბურთში თორე ესენიც იმათ გზას ადგანან დაწამორტყმა სჭირდებათ ლაგამი რომ გავაგდებინოთ!!!
Zviad
21 იანვარი 2016 19:58
0
ასეთ დატვირთვებს მიჩვეული არ არიან, 3 თამაში 4 დღეში, თუმცა დროა მიჩვევა დაიწყონ!
სირბილის სწავლების ცენტრი
21 იანვარი 2016 19:54
0

სიახლეები პოპულარული