გიორგი ყიფიანი: ხარვეზები იყო და ისინი აუცილებლად გამოსწორდება

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გიორგი ყიფიანის თავკაცობით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი გუნდი ამხანაგურად ბულგარელ თანატოლებს გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

- დღეს მაქსიმალურად ვეცადე მენახა ის ფეხბურთელები, ვინც ამ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო გამოძახებული.

რა თქმა უნდა, როგორც პლუსები, ისევე მინუსები დავინახე, მაგრამ გუნდის ფეხბურთელთა გარკვეული რაოდენობით დღეს მართლაც კმაყოფილი ვარ.

- გუნდს შეტევაში პრობლემები დაეტყო... რამდენად იმოქმედა ამაზე გიორგი არაბიძისა და გიორგი ბერიძის არყოფნამ?
-
არაბიძე და ბერიძე არ გვყავდა გამოძახებული იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეკრება და ეს თამაშები არ ემთხვეოდა უეფას მიერ გათვალისწინებულ დღეებს და აქედან გამომდინარე, მათი კლუბიდან გათავისუფლება და აქ ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება აქ მყოფ ქართული კლუბის ფეხბურთელებს, მათი გაშვება კლუბების კეთილნებაზე იყო დამოკიდებული და ხელი შეუწყეს ნაკრებს.

ჩვენ მომდევნო შეკრებაზე აუცილებლად ვეცდებით ამ ორივე ფეხბურთელის გამოძახებას და ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ისინი უკვე გუნდთან ერთად.

- გუნდი ფიზიკურადაც სუსტად გამოიყურებოდა...
- საერთოდ, რთულია შეაფასო ფეხბურთელი და მთლიანად გუნდი ამ ეტაპზე, როცა ყველა ფეხბურთელს ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში და ოპტიმალური ფორმისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ის ხარვეზები, რომელზეც საუბრობთ, ნამდვილად იყო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ფეხბურთელები შევლენ ოპტიმალურ ფორმაში, აუცილებლად გამოსწორდება. 

გვყავს 3 ნომინალური თავდამსხმელი და ჩემპიონატის მსვლელობისას დავაკვირდებით მათ, თუ როგორ ითამაშებენ, როგორი შედეგიანობა ექნებათ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული