ლუკა ჩხაიძეს საქართველოს ნაკრებში თამაშს კანონი უკრძალავს

AutoSharing Option
"მიუნხენ 1860"-ის წევრი ლუკა ჩხაიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეკრებაზეც იმყოფებოდა და ამხანაგურ მატჩებშიც ითამაშა, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ოფიციალურად ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

საქმე ისაა, რომ მისი ორივე მშობელი გერმანიის მოქალაქეა და სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება ჩხაიძისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება. ამას წინათ ლუკამ "ლელოსთან" ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა და მარტში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში თამაშის შანსი მიეცემოდა, მაგრამ, როგორც ქართველ 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, ჩხაიძე ამ ეტაპზე ქართულ პასპორტს ვერ მიიღებს.

"ამ მიმართულებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი იმუშავა. ჩვენც ბევრი ვეცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კანონში ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ამჟამად კი გამორიცხულია, ლუკამ საქართველოს სახელით ითამაშოს", - თქვა ჟორჟიკაშვილმა.




.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო მარა ვინ აძლევს? ეგრე ადვილად კი არ არიგებენ ეგენი მოქალაქეობას... აბა ვინმე ყატარელი ბიზნესმენი გაიჩითოს სამ ცალს ერთად ჩაახუტებენ. კანონში რა უნდა იპოვოთ ხელმოსაჭიდი ქვეყანას თავის ბავშვი ვერ უთამაშებია ნაკრებში. უცხოეთში ვინმე თუ დაჭირდათ ნაკრებში გადამთიელიც რო იყოს მოუგვარებენ საპასპორტო ამბებს და ჩარიცხავენ გუნდში... ალბათ ფეხებზე დაიკიდეს, დაეზარათ ვიღაც ბავშვის გამო რატო უნდა შეიწუხონ თავი. საჯარო რეესტრი მაგარ ფორმაშია რო კითხო. მიხედეთ მაგ ამბავს ნამუსიც კარგი საქონელია!
bb king
01:52 28-02-2011
0
მიიგოს დედამისმა ან მამამისმა ორმაგი მოქალაქეობა და მერე ლუკა ჩხაიძეც მიიღებს
soso
18:48 03-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული