რომან ფიფია: გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.

შეგახსენებთ, რომ რომან ფიფია სფფ-ის აღმასკომის წევრია. ამჟამად სფფ-ში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საკითხზე.

თბილისის "დინამოში"
გია გეგუჩაძეს სავარაუდოდ, იურაი იარაბეკი შეცვლის. სლოვაკური პრესის ინფორმაციით იარაბეკი "დინამოსთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფიფია ჯერ აკადემიას მიხედე რა ხალხი გყავს ისინიც გაუსვი მაგალიტად უგრეხელიდზე მტავარი ... იაგორა დიდი მაურინიო ოტო გაგნიდზე მაგრამ არ მიდიან იმიტომ რომ ფიფიას .... არიან რამდენი კარგი ფეხბყრტელები გაყარეტ აი ფიფიას სამარტალი
0
ნეტა შენ რა გესმის პროფესიონალიზმის...
შენ რო ხარ გეგუჩაძეზე მეტი პროფესიონალი, კიდე სხვა რო ცხადაზე მეტი პროფესიონალია და ვიღაც კობიზე ეგაა პრობლემა. კაცმა ნაკრების მწვრთნელობა ითავა და საქმე შუა გზაში მიატოვაო, მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ რა უფრო პრიორიტეტულია ზოგადად ქართველი გულშემატკივრისათვის დინამო თუ ნაკრები, მაგდენს მაინც ხვდებოდეთ. მერე კიდე როგორი სიტუაცია დატოვა ის ვთქვათ, მაგრამ ოღონდ ვინმე აკრიტიკოთ...
svanis
13:39 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული