"საბურთალოში" უარყოფენ, თითქოს გია ჭიაბრიშვილი გია გეგუჩაძის ასისტენტად ინიშნება

AutoSharing Option
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტად ინიშნება, კლუბში უარყოფენ.

"საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ "ლელოსთან" კომენტარში ეს ხმები უარყო:

"ახლა გია ჭიაბრიშვილი მხოლოდ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელია. ის გუნდთან ერთად თურქეთშია და გულწრფელად გეუბნებით, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად არ დანიშნულა.

ასე რომ მომხდარიყო, დასამალი რა იქნებოდა, სახელმწიფო საიდუმლოება ხომ არ არის?!

გია ახლა 17 და 19
-წლამდელთა ნაკრებების კონსულტანტია. ცვლილება რომ მომხდარიყო, ამას არ დავმალავდით", - ამბობს კაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული