საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სომეხ ან აზერბაიჯანელ 19-წლამდელებთან ისპარინგებს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელშიც ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები იტალიის, ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.

აზერბაიჯანში გასამართავი ევროფორუმის საგზურის მოპოვება რეალურია და, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს ამ საპასუხისმგებლო შეჯიბრებისთვის კარგად მომზადება მართებს.

ცოტა ხნის წინათ გაცნობეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას მართავდა რამდენიმე ფედერაციასთან ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე. რა ხდება ახლა? სიტუაციაში გარკვევა 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცს ვასილ მაისურაძეს ვთხოვეთ.

"მოლაპარაკებები იყო რ
ამდენიმე ფედერაციასთან. მათ შორის შემიძლია ისრაელი დავასახელო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველამ უარი გვითხრა.

ამ დროისთვის არის მხოლოდ ორი ვარიანტი - ვითამაშოთ აზერბაიჯანის ან სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან. ამ საკითხზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, გვინდა, რომ ამხანაგური მატჩი თბილისში ჩავატაროთ", - გვითხრა მაისურაძემ.

დავინტერესდით, რამდენად წაადგებათ ჩვენს 17-წლამდელებს ასაკით უფროს მეზობლებთან სავარაუდო სპარინგი. ამის თაობაზე მაისურაძემ გვითხრა:

"ჩვენთვის სომხეთთან ან აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩის ჩატარება უდავოდ სასარგებლო იქნება. მეტოქე ასაკით უფროსი ფეხბურთელებით კი იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ ეს ის ასაკია, სადაც ერთი-ორი წელი სხვაობა გადამწყვეტი არ არის.

სათქმელია ისიც, რომ რაც უფრო ძლიერ გუნდს გავეჯიბრებით, მით უფრო კარგია. ელიტრაუნდში ხომ ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაისურაძეს როგორ მიცემტ ხელფასს ეხლა ელიტ რაუნდიდან რო გამოვარდება მაგარი მცვრთნელია მაგრამ სხვებს უჯერებს ეგ დაგუპავს ამ ელიტ რაუნდს ველოდებიტ მაგრად ვბალეშიკობ 17 წლამდელებს ყველას წარმატებას უსურვებ იქნებ როგორმე მარტში გაგვახაროტ მაგრათ მჯეროდა ავსაჯანასი იცნობდა ამ გუნდს გეცლიატ ტუ ვერ გავიდოდა პანგური მერე ნაგდი იყო მაგრატ მიქარეტ ეხლა რო ცააგოტ ტექსტი ბიციტ ახალი იყო მეტი ვერ ქნაოოოოო
vaxo
13:45 09-02-2016
0
რამდენი ხანია ნაკრების შემადგენლობა გარკვეული ქონდათ უპატრონო ბავშვებს აბოლებდენ გაკვირდებითო მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად თქვე მატხოვრებო აკრიფეთ დინამო და საბურთAლო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული