გია ჭიაბრიშვილი: გეგუჩაძეს სურვილი ჰქონდა, რომ ახალგაზრდულში ერთად გვემუშავა

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სფფ-ის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ოფიციალური შეხვედრა მას შემდეგ შედგება, რაც ის თბილისში დაბრუნდება.


გიორგი ჭიაბრიშვილი 5 თებერვალს ბოლნისის "სიონსა" და ყაზახურ "ოკჟეტპესს" შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო და ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს დააკვირდა.

ახალგაზრდა სპეციალისტი სხვა ქართული გუნდების თამაშებზეც აპირებს დასწრებას და Sportall.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გია გეგუჩაძის მეგობრული თხოვნა იყო. მომავალში რა იქნება, ეს ფებურთის
ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემი და გია გეგუჩაძის მუშაობის. შემოთავაზება რა იქნება, რა დამევალება, არ ვიცი, ან ვიქნები თუ არა საერთოდ ახალგაზრდულში.

ჩემთან ოფიციალურ პირებს შეხვედრა არ ჰქონიათ. ტელეფონით მთხოვა გიამ და წამოსვლამდეც გვქონდა საუბარი და მას სურვილი ჰქონდა, რომ ერთად გვემუშავა, თუმცა, ვიმეორებ, ეს შეხვედრა არ ყოფილა.

სანამ თბილისში არ ჩავალ, მანამდე ვერ გავიგებ, ვიქნები თუ არა და სულაც რომ არ ვიყო, აქ ვარ, საშუალება მაქვს, რომ გეგუჩაძეს დავეხმარო.

ოფიციალური სტატუსი მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. რისი გაკეთებაც აქედან შემიძლია, გავაკეთებ. აქ სულ სხვანაირად ჩანან ქართველი ფეხბურთელები, უფრო ახლოს არიან ევროტურნირებთან. საქართველოში ეს ნაკლებად ჩანს.

ჯერჯერობით, როგორც მოხალისე, როგორც მეგობარი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ასე ვმოქმედებ. ოფიციალურად, რომ ჩავალ, მითხრეს, რომ შევხვდები ხელმძღვანელობას, დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ადრე გაიგებთ, რაც დამევალება", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული