გიორგი ჭიაბრიშვილი 5 თებერვალს ბოლნისის "სიონსა" და ყაზახურ "ოკჟეტპესს" შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო და ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს დააკვირდა.
ახალგაზრდა სპეციალისტი სხვა ქართული გუნდების თამაშებზეც აპირებს დასწრებას და Sportall.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გია გეგუჩაძის მეგობრული თხოვნა იყო. მომავალში რა იქნება, ეს ფებურთის
"ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემი და გია გეგუჩაძის მუშაობის. შემოთავაზება რა იქნება, რა დამევალება, არ ვიცი, ან ვიქნები თუ არა საერთოდ ახალგაზრდულში.
ჩემთან ოფიციალურ პირებს შეხვედრა არ ჰქონიათ. ტელეფონით მთხოვა გიამ და წამოსვლამდეც გვქონდა საუბარი და მას სურვილი ჰქონდა, რომ ერთად გვემუშავა, თუმცა, ვიმეორებ, ეს შეხვედრა არ ყოფილა.
სანამ თბილისში არ ჩავალ, მანამდე ვერ გავიგებ, ვიქნები თუ არა და სულაც რომ არ ვიყო, აქ ვარ, საშუალება მაქვს, რომ გეგუჩაძეს დავეხმარო.
ოფიციალური სტატუსი მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. რისი გაკეთებაც აქედან შემიძლია, გავაკეთებ. აქ სულ სხვანაირად ჩანან ქართველი ფეხბურთელები, უფრო ახლოს არიან ევროტურნირებთან. საქართველოში ეს ნაკლებად ჩანს.
ჯერჯერობით, როგორც მოხალისე, როგორც მეგობარი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, ასე ვმოქმედებ. ოფიციალურად, რომ ჩავალ, მითხრეს, რომ შევხვდები ხელმძღვანელობას, დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე ადრე გაიგებთ, რაც დამევალება", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.