U21. საქართველო უკრაინას ზესტაფონში უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფეხბურთის ფედერაციას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

მხარეებს შორის გაფორმებული სამთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების გარდა, 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს, 19 თებერვალს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსემეტე ტურის მატჩი თერჯოლის "საპოვნელასა" და "დინამო თბილისს" შორის ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი
წრის მატჩებს "საპოვნელა" ქუთაისში მართავდა.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს ზესტაფონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული