U17. საქართველო VS სომხეთი - სპარინგი უფროს მეზობლებთან

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. დღეს კი, 14 საათზე, ამავე სტადიონზე, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს გუნდები ერთმანეთს 3 მარტს შეხვდებიან და ეს მატჩიც ვაკეში გაიმართება (14:00). მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

...მატჩის წინა დღეს მაისურაძემ შეგირდები საათზე მეტხანს ავარჯიშა. წვრთნას დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გია გეგუჩაძე, რომელიც, ამავდროულად, ყველა ასაკობრივ ნაკრებს კურირებს.

ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს
საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გუნდი მეზობლებთან სათამაშოდ ამ შემადგენლობით ემზადება:

ნიკა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (საბურთალო).
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავითაშვილი პატრონიანია გენაცვალე საბავშო ბაგიდან გამოიყვანენ ცოტახანში პატრონიან ბავშვებს ვასკა უფრო სამართლიანი მეგონა მაგრამ რაქნას რო უბრძანებენ რაქნას თავს საქმეს ხო არ გაიფუჭებს გცხვენოდეთ ცუდად ჩანს თქვენი მოქმედებები
vaxo
01 მარტი 2016 15:37
0
რა უნდა დავწეროთ დავითაშვილს იმხელა პატრონი ყავს ჩვენ რას გავხდებით როგპრ დავიჯერო რობინიოს და ქიმერას ამ საბავშო ბაგიდან მოყვანილმა ბავშმა აჯობა? მაგრამ რაქნან პატრონი არ ყავთ ქიმერას მაგის ტოლი ნაბიჯები აქ არ გრცხვენიათ? მართლა სულ ერთდა იგივე პატრონზე ვილაპარაკოტ სულ პატრონი უნდა ეძებონ? ვასკა სამართლიანი მეგონა მაგრამ რაქნას თუ უბრძანეს სირცხვილი თქვენ სასაცილოდ გამოიყურებით ხალხო სირცხვილია
vaxo
01 მარტი 2016 15:23
0
მუდმივად ერთი და იგივე ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით, რატომ ველოდებით რაიმე სახის სიახლეს,მეგობრებო, ეს ხომ საქართველოა,აქ ხომ ყოველთვის პიკშია ნაცნობობა, ეს მარტო ფეხბურთელების წაყვანას არ შეეხება,ნახეთ,რა ხდება ზემოთ,თავში,იქაა ყოველთვის ახლობლობა და ნაცნობობა და მერე კიბეკიბე ქვევით. მაისურაძე არველაძის დროს არ იყო ნაკრების მწვრთნელი? ის არ თანამშრომლობდა დევდარიანთან ლოკომოტივში?ამიტომაც ახლა ნაკრებში ვხედავთ ლოკომოტივის ბავშვებს ავსაჯანამ რომ არ გაიკარა, საბურთალოდან ისეთები მოხვდნენ "პატრონი" რომ ყავს, მაგალითად თამაზაშვილის-კლუბ საბურთალოს ვიცე-პრეზიდენტი_ პროტეჟე შიხაშვილი, რაც შეეხება დინამოს ბავშვებს, ეგენი უცვლელად იქნებიან,ფიფიას ხომ დიდი წვლილი აქვს კობიაშვილის მოყვანაში. 35_ე სკოლის ბავშვებს ნელ-ნელა ამოყრიან,ამდენ ახლობელს ერთბაშად ხომ ვერ "შეტენიან"ნაკრებში?როგორც ჩანს, მართლაც გვირაბს იქით ფეხბურთი დასრულდა, 99-იანების ნაკრებში 2000-იანებს იმატებენ, 99-იანები დაილია? ეხლა 2001 მიემატა,ნეტა ვისი პროტეჟეა? მაგრამ იმათაც "ბიძიკოები" შველიან.აბა რააა, მიდით,ასეთი შემადგენლობით როგორც მინსკის ტურნირზე გამოიჩინეთ თავი(ლამის ბოლო ადგილიც დათმეთ), ისე მოიგებთ დანარჩენ ტურნირებსაც!!!
გოჩა
01 მარტი 2016 12:44
0
ძალიან ცუდია ის ,რომ სულ თბილისის გუნდებია წარმოდგენილი ნაკრებში ,თუ არ ჩავთვლით ერთ ცხინვალელს ,რომელიც ასევე თბილისში ვარჯიშობს და გასაგები მიზეზების გამო არ აქვს თავისი სტადიონი.ეს ნიშნავს რომ რეგიონის გუნდებს ან არ უყურებენ და არ აინტერესებთ ან თუ ვინმე რამეს აკეთებდა უკვე ამ თბილისურ კლუბებში ჰყავთ ჩამოყვანილი,რაც ასევე ძალიან ცუდია რადგან ამგვარად დასუსტებული გუნდები კონკურენციას ვეღარ უწევენ დინამოს და საბურთალოს 17 წლამდელ ასაკში.კიდე ერთი სასწაულის მომსწრეები ვართ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არის 14 წლის ბავშვი ზუკა დავითაშვილი და ალბათ რაღაც სასწაულია ,რომ გამოიძახეს ამ 17 წლამდელებში. რატომ არ აკეთებთ კომენტარს ესეთ მნიშვნელოვან ფაქტებზე ,როცა წერთ ამხელა სტატიას ?!
zviad
01 მარტი 2016 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული