საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი არ დაუტოვა.

ხშირად გამიგონია, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ანგარიშში ჩამორჩენა არაფერიაო და მართლაც, ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ ტაიმში დამარცხების შემდეგ სრულიად გარდაისახა და მეორე ნახევარში სომხებს მაგრად აჯობა. 4 გოლი ხომ გავიტანეთ და, კიდევ ერთი ამდენის შანსი ქარს გავატანეთ...

ეგაა, ელიტრაუნდის დაწყებამდე მცირე დრო რჩება და საქართველოს ნაკრების დაცვაში ნათლად ჩანს მინუსები. იმას, რაც სომხეთმა გვაპატია, იტალია, რუსეთი და ბოსნია ნაღდად არ გვაპატიებენ. თამაშის დასრულების შემდეგ
ჩვენი გუნდის ამ ნაკლზე მაისურაძემაც ილაპარაკა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი ნუგზარ სპანდერაშვილს შეექმნა. მის მიერ დარტყმული ბურთი სომეხთა მეკარე ვარდან შაჰატუნიმ გაჭირვებით მოიგერია.

ეს იყო და, მეზობლებმა გაგვიტანეს კიდეც. ამ ეპიზოდში ჩვენი მცველები შეცდნენ. მეკარე ლუკა გუგეშაშვილმაც, ვინც სხვა სიტუაციებში დამაჯერებელი იყო, კარი გაუმართლებლად დატოვა და ერიკ პეტროსიანმა რთული ჩანაფიქრი კარგად შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

სულ მალე შეტევაში ჩართულ მოვსესიანს პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯმა არ გაატანინა. იქვე პეტროსიანმა დაგვინდო და ისე გამოჩნდა, რომ ასაკში სხვაობა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი უნდა გამომდგარიყო...

საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მალევე სცადა. სპანდერაშვილს გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კარს სულ ოდნავ ასცდა. იქვე, სომეხთა საჯარიმოში წარმოქმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გიორგი ივანიაძე გაერკვა, მაგრამ მის დარტყმასაც სიზუსტე დააკლდა.

27-ე წუთზე სომეხთა კონტრშეტევა კინაღამ მეორე გოლით დასრულდა - მოვსესიანმა ძელს გაარტყა ბურთი. ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაღაც უნდა შეეცვალა. შეცვალა კიდეც და მეტიც...

ჩვენმა სამარქაფოებმა გვიჩვენეს, რომ მეტად ფასეული ფეხბურთელები არიან ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. მარტო ეს კი არა, სწორედ მათ შემოატრიალეს თამაში და "გატეხეს" მეტოქე. ასეთ დროს ვინმეს გამორჩევა მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, მაგრამ... მაინც უნდა გამოვყოთ ზურაბ დავითაშვილი (ყოფილი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი). როგორც შევიტყვეთ, ასაკით ის პარტნიორებზე პატარაა. არადა, ისე ითამაშა, ბევრ გამოცდილ ოსტატს შეშურდება. დასაწყისი კარგია და, ალბათ, "აბრეზასაც" (სულიკო დავითაშვილის მეტსახელი) ის უნდა, რომ შვილი სჯობდეს მამასა...

ტაიმი დაიწყო თუ არა, ანგარიში ეგრევე გავათანაბრეთ. ივანიაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და სომეხთა მეკარე უშანსოდ დატოვა - 1:1.

ცოტა ხანში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ სომეხ უკანახაზელს ხელზე მოხვდა. დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად თავად ეპიზოდის გმირმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

56-ე წუთზე გიორგი კუციას პასით ისევ ხარაბაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი დავითაშვილმა დააფიქსირა. მან ლაშა ოზბეთელაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ სომხებს ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, შეთანხმებისამებრ, სტუმრებმა ისევ 11 კაცით გააგრძელეს თამაში...

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. ვასილ მაისურაძეს კი საშუალება მიეცა, რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოეცადა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ თამაშის ერთ-ერთ გმირს, დუბლის ავტორ ხარაბაძესა და ნაკრების თავკაცს. მანამდე კი გეტყვით, რომ ხვალ, 3 მარტს, ეს გუნდები "მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაში კვლავ 14 საათზე დაიწყება. დასწრება ამჯერადაც თავისუფალია.

მატჩის შემდეგ
ლევან ხარაბაძე:
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში შეცდომები გამოვასწორეთ. გვჯერა, ელიტრაუნდში წარმატებით თამაში შეგვიძლია. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გაგვამხნევოს, ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ".

ვასილ მაისურაძე:
"ბევრი ხარვეზი იყო ჩვენს თამაშში. განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. როგორც ჩანს, დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ შევეჩვიოთ ამ არენას...

უდავოდ სასარგებლო სპარინგი იყო. კარგია, რომ კიდევ ერთი თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და კიდევ უკეთესი იქნება, თუ ელიტრაუნდამდე ერთ ამხანაგურ მატჩსაც მოვასწრებთ. რომ არა შეცვლები, შესაძლოა, ვერც მოგვეგო".

ამხანაგური მატჩი
01.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1
გოლები: 0:1 პეტროსიანი (9), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47-პენ), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (75)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (60. ვირუბოვი), ქაფიანიძე (78. კასრელიშვილი), ასათიანი (55. შიხაშვილი), ხარაბაძე (78. ნიკოლეიშვილი), ნინუა, ანდრონიკაშვილი (41. დავითაშვილი), ნინუა (41. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი (41. შეწირული), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (61. ქავთარაძე).
სათადარიგო: კერესელიძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: შაჰატუნი, მურადიანი (68. გევორქიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (67. ხარბუტიანი), მანუკიანი (54. გრიგორიანი), ნადირიანი (67. ტერ-პეტროსიანი), მოვსესიანი, ავაგიანი (52. სპერციანი), მოვსესიანი (41. მელქონიანი), პეტროსიანი, არუთუნიანი (67. პოღოსიანი).
სათადარიგო: ასლანიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ნინუა (25), კუცია (28), მოვსესიანი (32)
გაძევება: არუთუნიანი (63)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
სირცხვილია ნუ ბოროტდებით ხარაბაძე და დავითაშვილი გამორჩეულები იყვნენ ნაკრებში თამაშისას
შაკო
02 მარტი 2016 21:40
0
ფაქტია ბავშვები თამაშობენ და იმსახურებენ თამაშს,ავარჯიშეთ თქვენი შვილები და ნუ გშურთ
ნიკა
02 მარტი 2016 21:33
0
იმის მაგიივრათ გიხაროდეთ 15-16 წლის ბავშვების წარმატება და ატაროთ თქვენი 17წლის ბავშვი მათი თამაშის საყურებლად,რომ მოინდომოს და მეტი ივარჯიშოს და დაუმტკიცოს მწვრთნელს რომ ჯობია 15-16 წლის ბავშვებს
ნიკა
02 მარტი 2016 20:48
0
რატომ არ გესმით მთავარი-ამ ჩაწყობით აყვანილების გამო ბევრ მართლა კარგ ბავშვს გული აუცრუვდა. ბევრად უკეთესია ამ ბავშვზე ქოჩორაშვილიც ცერცვაძეც კოპლატაძეც დოფაძეც კაკულიაც და თუნდაც მაგისი ტოლები-ნონიკაშვილიც და ოქროპირიძეც. სირცხვილია მართლა. პატრონი რომ არ ჰყავთ იმიტომაც დაიჩაგრნენ თორემ შანსი რომ მიეცათ ნახავდით ვინ ჯობია.
ბაკა
02 მარტი 2016 20:41
0
Somxeti ro amden momenta shegvikmnis italia ruseti da bosnia ras gvizavs xalxo cota gonze modit somxettan ro 1 taims veritamasheb da meorr taimshi ro amoukachav da tan sazizgari pexburtit sircxvilia da tkven ak dgaxart da akebt bavshvebs sadarian kimeridze pele robinoo da sxvadanarchrni bavshvrbi vinc elit raundze gaikvana gundi rato.unda dachagrot eg bavshvebi me ungretshic vikavi tamashebze da gushinac vikavi stadionze dakimeras da robinios saxeebs rom.vukurebdi mecodebkdnen bavshvebi me vikavi ungrettan tamashze ungretshi da kimeridzem gagikvanat tkve sacodavebo elit raundshi da bavshvi ijda.moedanze da gbaleshikobdat!!! Cota.gonze modit da darekvrbs sheeshvit kideb ertxel.sircxvilia somxeti ro amden moments shegiikmnis exla gamoxteba vigac da itkvis bogmianiao arvar bogmiani pirikit rac simartlea imas vambob kvelaas vicnob me mag nakrebidan titkmis da warmatebebs vusurveb titoeul bavshvs imedi makvs gavlen evropis chrmpionatze
Zaza
02 მარტი 2016 17:56
0
თუ სომხეთის ნაკრები U19 იყო, კიდევ უკეთესი.
tngh
02 მარტი 2016 15:58
0
საქმე იმაშია რო უმიზეზოდ მიდის აქ განხილვა იმ ბავშვის თამაშს განიხილავთ ვინც დაამტკიცა რო შეუძლია და იმსახურებს ამ ეტაპზე უ17ს სჩირდება როგორც ჩანს და ამიტომ ათამაშეს. ათამაშეს რო ენახა რას იზავდა და დაამტკიცა დარწმუნებული ვარ ეს რომ დავითაშვილის შვილი არ ყოფილიყო და სხვა ბავშვი ყოფილიყო სხვანაირად იტყოდა ზოგ ზოგიერთი რაგაცეებს. შეეშვით განკიცხვას და როცა საჩიროა თქვენი მოვალეობა შეასრულეთ წადით სტადიონზე და უგულშემატკივრეთ გუნდს რომელსაც ეს ძალიან დასჭირდება საქართველოს ნაკრების 1ველი სირცხვილი გულშემატკივარია. რაც შეეხება ამ ბავშვის კრიტიკას აშკარაა რომ ეს ბავშვი არა თავის თავისთვის არამედ გუნდისთვის თამაშობს რომელიღაცა კომენტარში წავიკითხე გოლებს ყრიდაო იქო და იქ იმდენი არ გაუტანიაო თამაშს გუნდის გოლი იგებს და არა კონკრეტული ფეხბურთელის. ბადრი ნუ ხარ გაბოროტებული ეგ არაფერი სხვა დროს იმ შენიანსაც გამოიძახებენ
Tornike
02 მარტი 2016 15:39
0
უ-17 არ გამოძახებით ქართული ფეხბურთი არ დაწყებულა და არც დამთავრდება ბატონო ჩემო და ერთად ვართ სწორედ, რა გეჩქარებოდათ ამ ბავშვის ასე საჩქაროდ გამოძახება კიდევ 20 წელი მასაც ხო ქონდა წინ. ხო კიდევ ჩემი შვილი არ თამაშობს ფეხბურთს და არავითარი შური არ მამოძრავებს, მე ფეხბურთის სიყვარული მამოძრავებს სხვათაშორის. ვასიკოს სწორედ მაგას ვეუბნებით რო ვინც სურს იმას რო არ აძახებინებენ და თუ თავისი სურვილით გამოიძახა საGოლ ძმაო მაგას. შური არა კვატი
badri
02 მარტი 2016 15:35
0
კიდე ვამბობ ვფიცავარ გვიმრავოს მასეტი ბავშვები მაგრამ რა საჩქარო იყო ნაგდად ვიცი 99 ბავშვები ვინც არ გამოიძახესან ცოტა გვყავს ბავშვები და უნდა გაუფთხილდეთ ყველას 15წ 16 17 18 და ყველას გული არავის უნდა აუცრუოთ თქვენი მოქმედებით მოეშვით ამისიანი იმისიანს მიეჩვიეთ სამართლიან მიდგომას ყველამ ქართულ ფეხბურთზე ვიფიქროთ და არა ვიგაცის შვილი იმის დარეკილი ამის დარეკილი ასე ჯობია
vaxo
02 მარტი 2016 15:16
0
Сборная Армении до 19 лет крупно проиграла юношеской дружине Грузии до 17 лет (ВИДЕО)

სმხები თვითონ წერენ რო უ19 იყო!
zaza
02 მარტი 2016 15:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული