საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - სომხები მეორე ჯერზეც დავამარცხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18-წლამდელთა გუნდს მეორეჯერ უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვება კვლავ ვასილ მაისურაძის შეგირდებს დარჩათ - 3:0.

ქართველმა ფეხბურთელებმა საქმე შეხვედრის დაწყებიდან 18 წუთში მოათავეს. მე-4 წუთზე მასპინძლები წინ გიორგი ივანიაძემ გაიყვანა, მე-11-ზე ბექა ქავთარაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო კიდევ 7 წუთში ივანიაძემ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმშიც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ამასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ - დავით კერესელიძემ პენალტი აუღო ერიკ პეტროსიანს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ამხანაგური შეხვედრა პირველ მარტს, ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და მაშინ ქართველებმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი 6 მარტიდან ისევ შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გააგრძელებს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - გამარჯვება პირველ სპარინგში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჟინვალ შენთვის მოვდივარ თამაშებზე რაგაც ვერ ხარ გაშლილი ხო არ გჩაგრავენ დინამოელების და საბურთალოს ბუმია ნაკრებში იქნებ მოერიო მაგათ აბა შენ იცი მაგარიხარ ნაგდად ვიცი ბოლონმდე მოინდომე თავი არავის დააჩაგვრინო ყველგან გულშემატკივრობ მიაწექი ძმა
gio
05 მარტი 2016 11:36
0
ვახოს მაინც არ ახსოვს იაგორაშვილს წინა თამაშები ჩარტოს და შეადაროს ეს რა იყო ტო
gio
04 მარტი 2016 20:23
0
ამდენი ახალი სახე ნაკრებში ,რა დროს სინჯებია ელიტ რაუნდი კარზე მოგადგათ ეგ ბავშვებიადრე გესინჯათ აქ მაინც არ იყოს ელიტ რაუნდი არ შგცხვებათ
გიო
04 მარტი 2016 16:56
0
ჟინვალ მაგარი ხარ მინდა წარმატებები გისურვო აბა შენ იცი მეტი შეგიძლი იცოდე გულშემატკივრობთ
gio
04 მარტი 2016 16:40
0
ელიტრაუნდი რომელ სტადიონზე ტარდება და რამდენი გადის?
გუჯა კახაძე
03 მარტი 2016 22:03
0
კიდევ ერთხელ ვწერ, ეს სომხეთის 19 წლამდელთა გუნდია და არა უ18! სომხები თვითონ წერენ ამას. გამოასწორეთ!
zaza
03 მარტი 2016 19:33
0
წარმატებები ბიჭებო ტქვენტან რა გვინდა მაგრამ იტალია და რუსეტია საქმე იქ მინდა წარმატებები გქონდეტ აბა ტქვენ იციტ სომხებს ყველაზე სუსტი ნაკრები ყავს ამიტ ნაკრების შეფასება არ გამოვა
gio
03 მარტი 2016 18:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული