საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
ეხლა როპ ვაკვირდები ასაჯანას ნაგდად არ ყავდა დარეკვით და ახლობლობით ბავსვები ნაგდი ბავშვები იყვნენნ ნახეთ ვასკა რა თამაშები აქვთ ამ ბავსვებს ნათამაშები და შეადარეთ თქვენი ნაკრების თამაშშს ნაგდათ შეგცხვება რა გინდოდა რატო დაშალე გუნდი ეხლა ნეტა არ გცხვენია
zauri
17 მარტი 2016 22:28
0
ღოღობერიძე სოხუმელია,მეტრეველი სოჭელი ,ბორია ფოთელი მსოფლიოს დონის ფეხბურთელები ჭკუასელი, ჩივაძე,არველაძე,კობიაშვილი,......საწყენად არ მიიღონ, ყველას ვერ ჩამოვთვლი .... ათეულობით ქართველი ფეხბურთელია მსოფლიოს დონისა და ამგვარი ფეხბურთელები ხუთი-ექვსი ასეული თუ დაგროვდება ყველა დროის მსოფლო ფეხბურთში .ვარსკვლავები კი ერთეულებია,არავის საწყენად არ ვამბობ ,ჯიუტ ფაქტებს მხოლოდ
x
17 მარტი 2016 22:14
0
ორივე თამაშს ვუყურე და ჩემდა სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი დონის 17 წლამდელთა ნაკრები გვყავს ამ ეტაპზე!ვერანირი ტაქტიკური კომბინაცია ვერ ვნახე,შეტევითი პოტენციალი 30% ალბათ,ნუ ტემპზე და სისწრაფეებზე ლაპარაკიც ზედმეტია!უამრავი შეცდომები! ინდივიდუალობითაც რომ ვერავინ გამოირჩევა!ზედმეტი დრიბლინგი, ეგოიზმი, არაგუნდური მენტალიტეტი, საკუთარი განდიდების სენი! ინდივიდუალიზმის გუნდურ თამაშზე მაღლა დაყენება.(მაგრამ ვაი ინდივიდუალობა) მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის თრევა, ზედმეტი შეხება ბურთთან! რაღაც მეეჭვება ¨სუფა¨ სელექციის ფონზე საქართველოში ამათზე უკეთესი 17 წლამდელები რომ ვერ იპოვეს!!! იმედი მაქვს უკეთესი მომავლის!!!
oto
17 მარტი 2016 21:52
0
დაანებეთ თავი გთხოვთ ფეხბურთელების ლანძღვას, ამ სპორტს დიდი სიხარული უჩუქებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როცა სხვა სპორტის სახეობებში არანაირი წარმატება არ გვქონდა. ყველგან ხდება ჩავარდნა. ეხლა მძიმე პერიოდი უდგას სპორტის ამ სახეობას, მაგრამ პატარა ბიჭების ლანძღვა არ მოიტანს კარგს, ისინი მომავლის ფეხბურთელები არიან და თუ გვერდით დაუდგებით შედეგიც ექნებათ. ჩვენ გვჯერა რომ ერთად ყოფნით დიდ წარმატებებს მივაღწევთ სპორტის ყველა სახეობაში
მორაგბეები
17 მარტი 2016 21:51
0
არსკვლავი, და ძალინ ძლიერი ფეხბურთელი -დიდი სხვაობაა მესი,ვარსკვლავია და თითქმის მთელი ბარსას გუნდი უაღესად ძლიერი ფეხბურთელებია მსოფლიოს დონის.ფოთელი,ქუთაისელი სოჭელი,გორელი ,ქედიგორელი ბიჭები ვარსკვლავები იყვნენ და ყიფიანის,წარმომავლობის მამულ-დედულეთსაც რომ გაეცნობით,მერე.....დანარჩენები კი ოქროს ბიჭებიცდა შემდგომი ევრო გამარჯვებული ბიჭებიც ,უძლიერესი ევრო-მსოფლიოს დონის ფეხბურთელები!~გვყავდა.ასე რომ ბორია, ბასა,მიშკა ერთეულებია"
sula
17 მარტი 2016 21:33
0
თამაშის მერე ტრაბახობენ მეგობრებთან და გულის სწორებთან-ასეთი მაგრები ვართო,მაგრამ ვაი რომ მხოლოდ "უტრაკო ყარაჩოღელები" არიან
მურთაზი
17 მარტი 2016 21:13
0
ირაკლი,იტალიელები თუ კალაძის მსგავს 5 ავტოგოლს გაიტანენ აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე
vova
17 მარტი 2016 20:42
0
რეგიონების ნაკრებებები შეკრიბონ და ჯერერთმანეთთან გააჯიბრონ
aavto
17 მარტი 2016 20:32
0
საერთოდ არავინ არ მოძრაობდა შეტევაში რა არის ეს დაცვა რო არ გვყოლოდა მებრძოლი ვაფშე ამოგვტენიდნენ ყელში ამოვიდა რა ჩვენ ვთამაშობთ სხვები იგებენ შეტევაში გვაკლია ბევრი რამე თითქოს ტაქტიკა არ გაქთ საერთოდ ისე თამაშობთ
dato
17 მარტი 2016 19:23
0
სულაქველეძის სახელით მაინც ნუ წერ ამ აბსურდს... ჭკუასელი, კოტრიკაძე, მესხი, იამანიძე, მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ჩივაძე, ... გაგიგია??? ქინქლაზე, არველაძე, კობიაშვილი, ნემსაძე... წესით უნდა გახსოვდეს. მაპატიეთ, რომ ყველა ვერ ჩამოვთვალე...
tngh
17 მარტი 2016 19:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული