საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
დაანებეთ თავი გთხოვთ ფეხბურთელების ლანძღვას, ამ სპორტს დიდი სიხარული უჩუქებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როცა სხვა სპორტის სახეობებში არანაირი წარმატება არ გვქონდა. ყველგან ხდება ჩავარდნა. ეხლა მძიმე პერიოდი უდგას სპორტის ამ სახეობას, მაგრამ პატარა ბიჭების ლანძღვა არ მოიტანს კარგს, ისინი მომავლის ფეხბურთელები არიან და თუ გვერდით დაუდგებით შედეგიც ექნებათ. ჩვენ გვჯერა რომ ერთად ყოფნით დიდ წარმატებებს მივაღწევთ სპორტის ყველა სახეობაში
მორაგბეები
17 მარტი 2016 21:51
0
არსკვლავი, და ძალინ ძლიერი ფეხბურთელი -დიდი სხვაობაა მესი,ვარსკვლავია და თითქმის მთელი ბარსას გუნდი უაღესად ძლიერი ფეხბურთელებია მსოფლიოს დონის.ფოთელი,ქუთაისელი სოჭელი,გორელი ,ქედიგორელი ბიჭები ვარსკვლავები იყვნენ და ყიფიანის,წარმომავლობის მამულ-დედულეთსაც რომ გაეცნობით,მერე.....დანარჩენები კი ოქროს ბიჭებიცდა შემდგომი ევრო გამარჯვებული ბიჭებიც ,უძლიერესი ევრო-მსოფლიოს დონის ფეხბურთელები!~გვყავდა.ასე რომ ბორია, ბასა,მიშკა ერთეულებია"
sula
17 მარტი 2016 21:33
0
თამაშის მერე ტრაბახობენ მეგობრებთან და გულის სწორებთან-ასეთი მაგრები ვართო,მაგრამ ვაი რომ მხოლოდ "უტრაკო ყარაჩოღელები" არიან
მურთაზი
17 მარტი 2016 21:13
0
ირაკლი,იტალიელები თუ კალაძის მსგავს 5 ავტოგოლს გაიტანენ აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე
vova
17 მარტი 2016 20:42
0
ბავშვებთან რა გვინდა მწვრთნელებმა არაფერი იციან ბავშვებს რაც შეეძლოთ გააკეთეს ვასკამ დაშალა და გაანადგურა შეკრული გუნდი ეხლა გასულიყავით და მერე გეტარებიათ ექსპერიმენტები ეს პატარა ბავშვები და გამოუცდელი ბავშვები რო ატამაშეთ რას ჩქაროდით ქიმერას გატანილი ბურთი რუსეთთან დგესაც ვნახე თქვენც გენახათ თუ ასაჯანას გადააყოლეთ ქიმერა ნაგდად ვიცი კაი ბავშვია მარა პატრონი არ გამოუჩდა თქვენთან შIრცხვილია
dato
17 მარტი 2016 20:36
0
რეგიონების ნაკრებებები შეკრიბონ და ჯერერთმანეთთან გააჯიბრონ
aavto
17 მარტი 2016 20:32
0
საერთოდ არავინ არ მოძრაობდა შეტევაში რა არის ეს დაცვა რო არ გვყოლოდა მებრძოლი ვაფშე ამოგვტენიდნენ ყელში ამოვიდა რა ჩვენ ვთამაშობთ სხვები იგებენ შეტევაში გვაკლია ბევრი რამე თითქოს ტაქტიკა არ გაქთ საერთოდ ისე თამაშობთ
dato
17 მარტი 2016 19:23
0
სულაქველეძის სახელით მაინც ნუ წერ ამ აბსურდს... ჭკუასელი, კოტრიკაძე, მესხი, იამანიძე, მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ჩივაძე, ... გაგიგია??? ქინქლაზე, არველაძე, კობიაშვილი, ნემსაძე... წესით უნდა გახსოვდეს. მაპატიეთ, რომ ყველა ვერ ჩამოვთვალე...
tngh
17 მარტი 2016 19:08
0
ორივე თამაში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობით ითამაშა. ხდება ფეხბურთში, რომ 5-6 მომენტის მიუხედავად გოლი არ გადის. მითუმეტეს U17 ასაკში, როდესაც ყმაწვილები ზედმეტად ნერვიულობენ და ღელავენ. ნუ შევქმნით ტრაგედიას. ამ ყმაწვილებს წინ დიდი კარიერა აქვთ და ზედმეტი კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია გავამხნევოთ იტალიასტან თამაშის წინ.
tngh
17 მარტი 2016 19:02
0
ავად თუ კარგად იმ ავსაჯანამ დაალაგა დ დღემდე მოიკვანა ეგ გუნდი, ერთი თვიტ ადრე რო ცვლი, ვინც არ უნდა კოპილიკო მცვრტნელი ამ სჰედეგს მივიღებდთ, რა დროს ექსპერიმენტების დრო ნახეს?,,ნაბან წკალს ბავშვი გადააკოლეს,, არველადზეს ავსაჯანა მიაკოლეს, ავსაჯანას ,,ასათა,, და ა.შ. საბოლოოდ კი დავრჩით გაღიმებულები
karlo
17 მარტი 2016 18:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული