ბოსნიამ იტალიას მოუგო და ქართველ 17-წლამდელებს მცირე შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის III ჯგუფის მატჩში, ბოსნიის ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიისა და რუსეთის ნაკრებები იკავებენ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კი, რომელსაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველ ჭაბუკებს იტალიელ თანატოლებთან სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ამავდროულად, ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა
სძლიოს.

რაც შეეხება 17 მარტს გამართულ იტალია-ბოსნიის 17-წლამდელთა დაპირისპირებას, შეხვედრის ერთადერთი გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა 65-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის ჯგუფში სასტარტო მატჩი ბოსნიასთან 1:2 დათმეს, რუსეთთან კი - 0:1.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ასათიანი რატო იჯდა ზამენაზე რახან ავსაჯანას გაზრდილია? პოლიტიკას გადააყოლეთ ასათას კაპიტნობა? კასრელიშვილი სულ ზამენაზე იჯდა ასაჯანას დროს ეხლა კარგი პატრნი გამოჩენია ვასკა მაგრად შეგაცდინეს ვინც გირჩია ავსაჯანას გუნდის დაშლა შენს მწვრთნელობაში უკვე ეჭვი გვეპარება ეს ნაკრები რა მოსაწონია რა კარგი ბავშვები იყვნენ რა უქენით რას გავდნნ ბავშვებთან რა გვინდა ვასკას და ვახოს ბრალია
vaxo
17 მარტი 2016 20:11
0
17 წლიანთა ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბვშვები ნიჭიერებიც არიან და მონდომებულებიც.ბევრი მათგანი კი აშკარა ტალანტია.ვერც მათ ვუსაყვედურებთ რამეს და ვერც მწვრთნელს.ზოგადქართული ჭირია ნელ ტემპში და მოკლე პასებით ბურთის გაგორებით თამაში.ვასიკო მაისურაძის წინა გუნდი პასების დარტყმებით გაკეთება არ ერიდებოდა,იცოდა ბურთის გაჩერება და უფრო სხარტადაც აზროვნებდა. მიეცით საშუალება მას ამ ახალგაზრდებთან თამამად იმუშავოს და მალე შედეგსაც იხილავთ.მადლობა ღმერთს,რომ ყველა საქართველოში თამაშობს და მათი შეკრებები პრობლემებთან დაკავშირებული არ იქნება.
გიორგი
17 მარტი 2016 20:03
0
ვასკა ელიტრაუნ დამდე მაინც წაგერთმია ასათიანისთვის კაპიტნობა ასათიანმა რა დაგიშავათ რა ხდება კასრელიშვილს პატრონი გამოუჩდა და გასასტავდა ასათ შენთან რა უნდათ ასე აშკარობა შეიძლება?
gio
17 მარტი 2016 20:01
0
მაისურაძე იმ თავითვე დამარცხებული გადის მოედანზე, როცა გუნდის კაპიტანი და ,, ექსტრა-კლასას,, მოთამაშე სკამზე უზის.






bacho dvali
17 მარტი 2016 19:45
0
Vai chveni bavsvebis vitom trenerebs
gio
17 მარტი 2016 18:23
0

სიახლეები პოპულარული