ბოსნიამ იტალიას მოუგო და ქართველ 17-წლამდელებს მცირე შანსი დაუტოვა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის III ჯგუფის მატჩში, ბოსნიის ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით მოუგო და ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა.

ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიისა და რუსეთის ნაკრებები იკავებენ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კი, რომელსაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველ ჭაბუკებს იტალიელ თანატოლებთან სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ამავდროულად, ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა
სძლიოს.

რაც შეეხება 17 მარტს გამართულ იტალია-ბოსნიის 17-წლამდელთა დაპირისპირებას, შეხვედრის ერთადერთი გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა 65-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის ჯგუფში სასტარტო მატჩი ბოსნიასთან 1:2 დათმეს, რუსეთთან კი - 0:1.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო აზრზე მოდით სადმე გასვლას აპირებთ?ამ გუნდის გამოჩენა გინდათ სასაცილოები ხართ ბავშვებთან რა გვინდა მქვრთნელებს მოთხოვეთ პასუხი ფედერაცია რს გვეტყვის აგფრთოვანებული იქნებიან თავისი პროტეჭეების თამაშით რატო ჩაერია მუჯირი ხეჩიკაშვილი და სხვანი ამ საქმეში ასაჯანას მოთხრა გინდოდათ და გუნდი მოთხარეთ ასათიანთან რა გინდათ რატო იჯდა ზამენაზე კაპიტანი რატო აგარ არის თქვენ არ გევასებათ არა ვაი თქვენს პატრონს ესენი ვინები მოვიდნენ ფედერაცია წადდდდდიიიიიი
dima
18 მარტი 2016 16:47
0
როდის უნდა მოამზადოეს ეს გუნდი ვასკამ ელიტრაუნდი რო დამთავრდება?რა სისულელებს ამბობთ ვასკას და ვახოს არ ევასებოდა თურმე ესათუის ფეხბურთელი ქიმერამ თურმე შეიგინა თქვენ ეხლა მთელი საქართველო გაგინებთ რას იზავთ ვის დასჯით ისევ ქიმერას? ეს საცოდავი ბავშვი როგორ დაჩაგრეთ
vaxo
18 მარტი 2016 16:37
0
მე, როგორც მახსოვს ავსაჯანას გუნდიც ვიღაცის მოგებით, თუ ფრით გავიდა, ასე რომ ჩვენ მხოლოდ იღბალი, თუ გვიშველის თორემ ვიღაცის კარგი მწვრთნელობა არაფერ შუაშია.
gizog
18 მარტი 2016 10:27
0
როგორ უნდა გავიდნენ ელიტრაუნდში? იტალიას მოუგებენ 5:0-ს? ან რატომ უნდა გავიდნენ? რა ღირსები არიან? ზოგიერთი რომ ამბობს ავსაჯანას ნაკრები კარგად ითამაშებდაო, მიკერზოებულები არიან, ან უვიცები.
მთავრი პრობლემაა ის რომ ბავშვობიდან უაზრო ფეხბურთს ვასწავლით, ფართხუნა, ინდივიდუალურს. ფეხბურთი გუნდური თამაშია.
ara
18 მარტი 2016 09:56
0
ეს ნაკრები მეგრელი ბიწების ნაკლებობას განიცდის.ნეტი მეგრელი ყველა ასაკობრივ ნაკრებსი,ჯახელს წიდაობა,სვანსნასისი და მეგრელს ფეხბურტი
bacho
18 მარტი 2016 04:08
0
ორივე თამაშს ვუყურე და ჩემდა სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი დონის 17 წლამდელთა ნაკრები გვყავს ამ ეტაპზე!ვერანირი ტაქტიკური კომბინაცია ვერ ვნახე,შეტევითი პოტენციალი 30% ალბათ,ნუ ტემპზე და სისწრაფეებზე ლაპარაკიც ზედმეტია!უამრავი შეცდომები პასის და დრიბლინგის დროს! ინდივიდუალობითაც რომ ვერავინ გამოირჩევა! იმედი მაქვს სიტუაცია გამოსწორდება
oto
17 მარტი 2016 21:32
0
რაო ვასიკო? :D ბიჭების რა ბრალია, მაგათ არ მოეკითხებათ პასუხი. შენ უნდა აიღო შენ თავზე ეს წარუმატებელი სერია, ბოდიში მოიხადო და არ დააბრალო მინდვრის საფარს, ქარს, მზეს, მსაჯებს და ბიჭებს მითუმეტეს. უბედურება ისაა, რომ არასდროს აგიღია პასუხისმგებლობა, თან საჯაროდ.
VENDETTA
17 მარტი 2016 21:32
0
კარგიტ რა რა ფეხხბურთს ფამაშობთ როცა შეილაბა რომ მარტივად ითამაშონ რატომ ტანჯავენ ჩვენები ბურთს ჰა მწვრთნელმა არ შეილება უნთხრას მარტივად ითამაშოთ ჰა რაღა გასვლაზეა ლაპარაკი აქედან როგორ უნდა გავიდეს კარგით რა მართლა რა ზღაპრების გჯერათ
gocha
17 მარტი 2016 21:07
0
გიორგი - "მადლობა ღმერთს,რომ ყველა საქართველოში თამაშობს". გიორგი, შენი არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ ზუსტად ესაა მთავარი მიზეზი ჩვენი ნაკრების ორივე მაცხისა.
gela
17 მარტი 2016 21:06
0
რუსეთთან ნამდვილად უნდა მოეგოთ ისეთი სუსტი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა დასაწყისში მერე რაქნეს აზრზე ვერ მოვედით უცებ შეიცვალეს სახე სირცხვილი რა უქენით ავსაჯანას ნაკრებს გასულიყავით და მერე დაგეწყოთ ექპერიმენტები თქვე საწყლებო ასაჯანაზე კითხულობდით რა კატეგორიის მწვრთნელიაო თქვენ ხო გაქვთ კატეგორიები რა უქენით აწყობილ ნაკრებს ერთი თამაში მაინც გესინჯათ იმ გუნდით სათქმელი არ გვექნებოდა თქვე საწყლებო არც არაფრის თავი გაქვთ და იხტიბალს არ იტეხთ გეცლიათ ავსაჯანასთვის ცოტა მაინც გავიხალისებდიტ გულს ამ ნაკრებს უნგრეთში უყურე კობიც იქ იყო ასე ითამაშეს კობი მაშინ? სირცხვილია არველაძესთან კინკლაობას გადააყოლეთ ელიტრაუნდი თქვენს პატრონს უბედურს ცვენ ვართ უბედურები მაგათ რა უჭირთ მილიონებს მოტეხავენ და გაივლიან ჩვენ ვიკითხოთ
zezva
17 მარტი 2016 21:00
0

სიახლეები პოპულარული