გია გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრებისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავისი სადებიუტო მატჩისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრებს.

ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერები - "ფრაიბურგის" ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი და "ვერდერის" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი.

ნაკრების მზადებაზე სასაუბროდ მატჩისწინა პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 22 მარტს გამართავს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ტარიელ
ხაინდრავა (რუსთავი);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ლევან გეგეჭკორი (შუქურა), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები: თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია), ლუკა ზარანდია (გენკი, ბელგია), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ავთო ენდელაძე (სამტრედია), პაპუნა ფონიავა (დინამო ბათუმი), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი), ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ბაჩანა არაბული (დინამო თბილისი).

სან მარინოსთან შეხვედრის შემდეგ გუნდი მზადებას უკრაინასთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის გააგრძელებს. 28 მარტს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უკრაინელ თანატოლებს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
Ai taoba da mixedet..miecit nichsa gza farto...
durmishxan gulua
20:53 20-03-2016
0
Mოსაწონია ,რომ მთელი საქართველოდან არის შეკრებილი ნაკრები ე.ი. იმუშავა გეგუჩაძემ და შეარჩია ბიჭები ნაკრებისთვის და არა ისე რო 6 დინამოელი და 8 საბურთალოელი ხვდებოდა ხოლმე ნაკრებში.წარმატებები გეგუჩაძეს და ჩვენ 21 წლიანებს!!ჩემი მოკრძალებული აზრი სასტარტოზე: ქურდაძე; დვალი ტაბიძე ცენტრი;თევზაძე ცნობილაძე ფლანგები;ხარაიშვილი აბურჯანია ცენტრი ; ზარანდია-ქოჩლაძე ფლანგები; ჭანტურია არაბული თავდასხმა)
Zviad
12:00 20-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული