ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მაისურაძის თქმით, ის მუშაობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, გია გეგუჩაძესთან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულეს. გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), შემდეგ რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთან (0:1).

მაისურაძემ გუნდის გამოსვლა შეაფასა და წარუმატებლობის მიზეზებზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და
ეს შევასრულეთ კიდეც.

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა.

ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...".

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სფფ-ის გადაწყვეტილებით, წელს ჩაიბარა. მანამდე კი გუნდს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა გუნდმა ელიტრაუნდის საგზური.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვისი ახლობლებიც ვერ მოხვდენ ისინი იფხანენნ გულსო თქვენი სამი წაგებული თამაშით მოგვფხანეთ გული ვინც თამაშობდა იმათმა ხო გვასიამოვნეს მუჯირის ნაპატრონები ანდრონიკაშვილმა თამაშში გარდატეხა შეიტანა მაგრად გააძლიერა ნაკრები საღოლ
0
მაისურაძე კარგი მწვრთნელია აურიეს თავგზა გვერდზე იაგორაშვილმა გარედან მუჯირმა ჭუმბურიძემ მეგობრებმა პასუხი უფრო იაგორაშვილს მოეთხოვება სამი წელია ამ ნაკრებშია იაგორაშვილი არ დააწინაურეთ?
0

სიახლეები პოპულარული