ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მაისურაძის თქმით, ის მუშაობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, გია გეგუჩაძესთან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულეს. გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), შემდეგ რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთან (0:1).

მაისურაძემ გუნდის გამოსვლა შეაფასა და წარუმატებლობის მიზეზებზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და
ეს შევასრულეთ კიდეც.

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა.

ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...".

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სფფ-ის გადაწყვეტილებით, წელს ჩაიბარა. მანამდე კი გუნდს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა გუნდმა ელიტრაუნდის საგზური.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვისი ახლობლებიც ვერ მოხვდენ ისინი იფხანენნ გულსო თქვენი სამი წაგებული თამაშით მოგვფხანეთ გული ვინც თამაშობდა იმათმა ხო გვასიამოვნეს მუჯირის ნაპატრონები ანდრონიკაშვილმა თამაშში გარდატეხა შეიტანა მაგრად გააძლიერა ნაკრები საღოლ
gio
26 მარტი 2016 11:50
0
მაისურაძე კარგი მწვრთნელია აურიეს თავგზა გვერდზე იაგორაშვილმა გარედან მუჯირმა ჭუმბურიძემ მეგობრებმა პასუხი უფრო იაგორაშვილს მოეთხოვება სამი წელია ამ ნაკრებშია იაგორაშვილი არ დააწინაურეთ?
gio
23 მარტი 2016 12:28
0
ორ თვეში რო ვერ გაერკვეოდი არ იცოდი რას დაუჯერე მუჯირს რას ერჩოდით გუნდს თუ მწვრთნელი არ გინდოდათ მაგრამ ბევრი იყო მისახედი ხო მიხედეს რა სირცხვილია ეს ისტორიული ფაქტია ასე არ ჩავფლავებულვართ ფეხბურთი შეაძულეთ ხალხს და სტადიონზე ეპატიჟებით
gulshematkivari
22 მარტი 2016 17:23
0
ubedureba amis gadadgoma kiaraa,ubedureba kobiashvilis strategiaa.radgan movida aucilebeli cvlilebebi sachiroa magram sadac shedegia iq rasachiroiyo?jer 17 wlia isea cvalebadi asaki fizikuradac da xasiatitac da axalimwvrtnrlit racgafuchda es federaciis bralia.maisurazis bralikiisaa rasekvexebi?kaci arxar?tqvirom amortveshi vershevcvli veraperstqo.exlaroizaxi vermovaswario.saqme gafuchda,bavshvebs amwagebebit sulierad fsiqologiurad afuchebt..vinaxart,rajishisxart?argiyvart araferi skamis da fulisgarda amqveyanaze????!!!!(((((
666
22 მარტი 2016 15:23
0
ვიღაც წერს ვინც ნაკრებში ვერ მოხვდა ისინი არიან განაწყენებულიო მემგონი იმათ უხარიათ რო არ იყვნენ ამ ბარდაკში ვინ სად თამაშობდა ვერ გავიგეთ განაწყენებული მშობლები შეხვდებიან ფედერაციას ამის არ ეშინიათ რაც აქვთ სათქმელი პირადად აპირებენ თქმას აქ წერას აზრი არ აქვს მაისურაძემ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ რა ელიტრაუნდი ჩააფლავა ცნობილია რო დაუჯერა იაგორაშვილს და მიიღო ასეთი შედეგი იაგორაშვილი ნუ გაურბის პასუხისმგებლობას ყველაფერი მაგის ბრალია ვასკამ დაუჯერა და მიიღო
merabi
22 მარტი 2016 13:42
0
არ გაუმარტლა, ქარმა დაუბარა. კიდე 1000 სისულელე გამართლება, და ამან მტავარი პირობა შევასრულე პირველ ნომრად ვითამაშეთო :D :D :D :D აუფ რა მაგარია
giga
22 მარტი 2016 12:35
0
ackureli-ს

ცოტა ზრდილობიანად! ერთი ქუთაისელის აზრი ყველას აზრს არ ნიშნავს.
giorgi
22 მარტი 2016 12:29
0
არ ვიცი სეიზლება კარგი მწრტვნელია მაგრამ პახბურტელი რომ ცქარა დარბიხარ ტუ გოლის გატანა არ სეგიზლია ტყვილა სირბილია მესი სწრაპია ან გაიტანს ან უკეტესმდგომარეობასი ვინც უქნება მას მიაწვდის ბურტს მეგრამუკეტესი მდგომარეობის სექმნაც რომ არ სეგიზლიატ რას გაიტანტ მწრტვნელი მარტო რას იზამს ტუ ვერ ტამასობ კარგად ამბობტ 17 დმეტ წლამდეო გახსოვტ პელე რამდენის იყო ნაკრებსი რომ იყო დიდ ნაკრებსი ასე რომ არ იყვნენ კარგი პეხბურტელები მიწვეული ნაკრებსი იყვნენ ტბილისის ერტი უბნის ბიწები მალადეც ტქვენ ტბილის იქეტ ვერ იხედებიტ დიდი სატვალე გწურდებატ რომელიც საქარტველოსი არ იყიდება
ana
22 მარტი 2016 12:22
0
ბიჯო ამ დინამოს გარდა ტომგამოხედოთ სხვებსაც არგაწყენდათ
Zali
22 მარტი 2016 12:20
0
ნუ მიადექით და კიცხავთ მწვრთნელს .ძალიან კარგი მწვრთნელია.ბავშვებიც კარგად შეარჩია.უბრალოდ არ გაუმართლა,თორე,ცუდად არ უთამაშია გუნდს.პირველი ბურთის გაშვების შემდეგ გუნდი აიჭრა.ხააარვეზები იკო,რა თქმა უნდა შეტევაშიც და თავდასხმაშიც,დაცვას რომ აბრალებთ მარტო.დაცვამ პირიქით იყოჩაღა .განსაკუთრებით მეორე თამაშზე დაცვა იყო ძალიან კარგი.უარყოფითი კომენტარები წერია იმ ადამიანების,ვისი ახლობელიც ვერ მოხვდა ნაკრებში .რაღაც ხომ უნდა დაწერონ ,რომ გული იჯერონ.ჯობია მეტი გულშემატკივრობა ისწავლონდა ყველაფერი კარგად იქნება.მაისურაძე არ უნდა გადადგეს საუკეთესო მცვრთნელია.
გულშემატკივარი
22 მარტი 2016 12:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული