[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ლევან კობიაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე ელიტრაუნდის წინ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი ჩააგდო. ვასილ მაისურაძის გუნდმა უქულოდ ბოლო ადგილი დაიკავა ჯგუფში. ჩვენი რუბრიკაც ამ არასასიამოვნო ამბავს ეხება...

მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ისეთი მწვრთნელი ჰყავდა, არაერთხელ რომ გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი. ვასილ მაისურაძემ იცის, როგორ მოიპოვოს ამ ასაკში დიდი გამარჯვებები. ფაქტია, ამჯერად არ გამოვიდა და საქმე ისეა, რომ მხოლოდ მწვრთნელისკენ ვერ გავიშვერთ თითს.

მაისურაძემ მხოლოდ 2 თვე იმუშავა ამ გუნდთან. რა თქმა უნდა, მას ერჩივნა, რომ ბოლომდე გაეწვრთნა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელიც თავად გაიყვანა ელიტრაუნდში და ახლა მისთვის ნაცნობ კონტინგენტს დამოძღვრავდა ესპანეთ-ინგლის-საბერძნეთის წინააღმდეგ...

მაისურაძეს საშველად მას შემდეგ დაუძახეს, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებიდან გოჩა ავსაჯანიშვილი გაუშვა. მწვრთნელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას დათანხმდეს და რას - არა. მაისურაძე დათანხმდა.

პირადად მე, მჯერა, რომ მას სხვა არაფერი ამოძრავებდა, თუ არა საქმის სიყვარული...

ეგაა, მწვრთნელს მისთვის უცნობი თაობის ბოლომდე გასაცნობად და თამაშის დასალაგებლად დრო არ ეყო. ვერც ეყოფოდა. რატომღაც მგონია, რომ მწვრთნელი მეტ რესურსს ელოდა ამ ნაკრებში და ამიტომაც მივიდა მისთვის უცნობ გუნდში, მაგრამ... მას ეს რესურსი არ დახვდა.

ჩემი აზრით, საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი ნაკრები ამ ასაკში...

"ვასკა მაისურაძე სუფთა კაცია" - ხშირად გაიგონებთ ქართულ საფეხბურთო თემში. მწვრთნელმა იგრძნო პასუხისმგებლობა და წავიდა. ის ახლა ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
თავის წილ პასუხისმგებლობას ვერაფრით გაექცევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც.

მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - შუა მდინარეში ცხენებს არავინ ცვლის. მას შემდეგ, რაც ჩვენმა 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლიეს, მწვრთნელის შეცვლას არავინ ელოდა.

მაშინვე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა. ვაითუ, ჩვენს გუნდს სასურველი შედეგი ვერ დაედო ელიტრაუნდში და მაშინ აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა - რა იქნებოდა მაშინ, მწვრთნელი ისევ გოჩა ავსაჯანიშვილი რომ ყოფილიყო?

ქართულ საფეხბურთო კულუარებში მწვრთნელების თაობაზე ათასგვარ ჭორ-მართალს გაიგებ. დაახლოებით ვხვდები, რატომ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ის საკითხი არ არის, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, მით უმეტეს, მხოლოდ ვარაუდია.

კარგი იქნებოდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რომელიმე ხელმძღვანელს ზუსტად აეხსნა, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ან არა და, შე დალოცვილო, აცადე მწვრთნელს იქ თამაში, სადამდეც თვითონ მივიდა. აცადე და თუ შედეგს ვერ მიაღწევს, მოხსენი მერე.

მახსოვს, მაშინ ითქვა - მწვრთნელსა და ჩვენ სხვადასხვა ხედვა გვაქვსო. მწვრთნელის ხედვა არის ტაქტიკა, სელექცია, თამაშის გაძღოლა. ანუ ის სფეროა, რაშიც ფეხბურთის ფედერაცია არ უნდა ერეოდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, არ იყო ეს ის არგუმენტი, ქვას რომ გახეთქავდა. თუ ავსაჯანიშვილის მიმართ სხვა პრეტენზია ჰქონდათ (უფრო წონადი, რა თქმა უნდა), ეთქვათ და გავიგებდით.

თაობა
არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოს ამ ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში დღეს არ არიან გამოკვეთილი ინდივიდუალისტები.

თავის დროზე, ვასილ მაისურაძემ დიდ წარმატებას რომ მიაღწია, მას გუნდში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა - გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და სხვები. დღევანდელ გუნდში კი ასეთი გამოკვეთილი, სამწუხაროდ, არავინაა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ბიჭებს ხაზი უნდა გადავუსვათ. პირიქით, 17 წლის ფეხბურთელი ვერაფრით იქნება ჩამოყალიბებული, მზა პროდუქტი. ჩვენ არაერთი ისეთი მოთამაშეც ვიცით, რომელიც ამ ასაკში არაფრით ყოფილა გამორჩეული და მერე "გახსნილა".

იმედია, ამ ბიჭების შემთხვევაშიც ასე იქნება და ისინი მომავალში იტყვიან სათქმელს. ჯერ ყველაფერი წინაა.

ინფანტილიზმი და პროფესიონალიზმი
"მიხეილ მესხზე" პრესლოჟა ისეთ ადგილზეა, ჟურნალისტი მინდვრის საპირისპირო მხარეს მომხდარს კარგად ვერ ხედავს. უნდა გამოვტყდე - ის ეპიზოდი, რაზეც ახლა უნდა დავწერო, უშუალოდ სტადიონზე არ მინახავს. ვნახე მხოლოდ მოგვიანებით და... ძალიან, ძალიან დამწყდა გული.

დაახლოებით ასეთი რამ ხდება: ქართველმა და რუსმა ფეხბურთელებმა ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს. ამ დროს ჩვენი მოთამაშე რუსის გამოწვდილ ხელს საკუთარს არ აგებებს და თავის მოფხანის იმიტაციას აკეთებს (იხილეთ ვიდეო).

ასეთი რამ ღრმა ბავშვობაში, ალბათ, ყველას გაუკეთებია, მაგრამ ყველაფერი ეს იმ ბავშვობაშივე ჩარჩენილა. როცა ფეხბურთელი ხარ და პროფესიონალიზმზე გაქვს პრეტენზია, ასეთი რამ არ უნდა გააკეთო.

გასაგებია, რომ რუსეთია. ფეხბურთი არ არის პოლიტიკა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა მეტოქეს ერთნაირად უნდა ვეთამაშოთ. ჰოდა, იმ რუსს მინდორზე აჯობე, თუ კლასით ვერ ჯაბნი, ბრძოლაში აჯობე. თუ არა და, საფეხბურთო მინდორი "საღადაო" ადგილი არც ყოფილა და არც იქნება.

ისიც ფაქტია, რომ 17 წლის ფეხბურთელმა კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს და რას გულისხმობს სათამაშო დისციპლინა. ვერ ვიხსენებ ისეთ სულელურ წითელ ბარათს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა მიიღო იტალიასთან შეხვედრაში (როცა არაფრის გამო სასტიკად მოეპყრა მეტოქის ფეხბურთელს).

რა ვთქვათ? მოკლედ, ბევრ ასპექტში დაღვინება სჭირდებათ ბიჭებს და ეს დროც გასავლელია, ეს სენიც მოსახდელია, ოღონდ არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, თორემ დიდი ფეხბურთის მატარებელი ისე უცებ ჩაგიქროლებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
სამწუხაროდ უზრდელურად მოექცა ქართველი მოთამაშე რუს ფეხბურთელს ხელის არ ჩამორთმევით ასე არ გვეკადრება.ჯერ არის ზრდილობა შეგნება და მერე დანარჩენი.ასეთი კულტურით შორს ვერ წავალთ.
kaxa
23 მარტი 2016 18:21
0
კარგი სათაურიაქვს ამ სტატიას ვისი ბრალია და 1.მწვრთნელი არ უნდა მოეხსნათ ა რანაირი აუცილებლობა არ იყო 2.გუნდი არ უდა დაეშალათ რამდენიმე წელი შეთამაშებულები იყვნენ 3.იაგორაშვილი არ უნადა დაეტოვებინათ ვერ იტანდა 35 ბავშვებს მაისურაძემ დაუჯერა და დაანგრია გუნდი აი შედეგი ფედერაცია არ უნდა ჩარეულიყო შემადგენლობაში მაისურაძე ამბობს მარტო სამი ფეხბურთელი ავიყვანე ჩემი აზრით და სამივემ გამიმართლაო დანარჩენი 15 კაცი ვინ აარჩია
gulsheematkivari
23 მარტი 2016 17:12
0
რაც ამ ახალგაზრდამ გააკეთა, ამას გოიმობა ქვია. თუ ხელის ჩამორთმევა არ უნდოდა, საერთოდ რეაგირება არ უნდა მოეხდინა. მოკლედ მაგრად ჩაიჭრა. თანაც სატირალი ისაა, რომ იმასაც ვერ ხვდება, თავის თავი რომ უფრო გააბითურა, ვირდე ის ზრდილობიანი რუსი. ხომ ხედავთ, რამდენა მნიშვნელობა აქვს აღზრდას.
gaga
23 მარტი 2016 16:53
0
შეიძლება არც კი მიაქცო ყურადღება ამ წვრილმან ფაქტებს, მაგრამ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი ხომ ამ წვრილმანებისგან შედგება. რა მწვრთნელის გაზრდილებიც არიან ხომ უნდა ეტყობოდეთ. ''დაწერეთ პირდაპირ: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!''-ო. ვითომ არ გვახსოვს, როგორ გავიდა წინა რაუნდში.
gizog
23 მარტი 2016 16:43
0
ეს მხოლოდ უზრდელობა იყო,დამცირებულები კი ჩვენ დავრჩით-მოგვიგეს
მურთაზი
23 მარტი 2016 16:34
0
ვინც ამბობს ვინც ვერ მოხვდა ნაკრებში ისინი წერენო ცდებით გვიხარია ამ არეულობაში რო არ მოხდენ ისე ბევრი აქვთ სათქმელი ძაინ დიდი შეცდომა დაუშვა ფედერაციამ სამი თამაში ეცლიატ ამ მწვრთნელისთვისრა სასწრაფო იყო რა დააშავა რო გავიდა ის არ მოგეწონათ? მაისურაძეს სახელი გაუფუჭეთ ნამდვილად კარგი მწვრთნელია ფედერაციას ვერ უთხრა უარი ფედერაცია ზის ალხეინად ვითომ არაფერ შუაშია დააშლევია ნაკრები ზოგზე რა ათქმევია ფედერაციმ ზოგზე რა სხვა გზა არ ქონდა შემადგენლობა მაინც გეკითხათ ავსაჯანასთვის ეგ მაინც დაგეჯერებიათ მაგრამ თავს ბავშვებს როგორ მოახვედრებდენ ნაკრებში ნასიამოვნები ხართ თქვენი არჩეული ბავშებით ალბათ იამაყეთ მაგათი თამაშით სირცხვილი ნაგდად მეცოდება მაისურაძე ვახომ შეაცდინა
gulshematkivari
23 მარტი 2016 16:32
0
რას ეფერებით ამ ფედერაციას კომენტარებში. არასწორად მოექცნენ ავსაჯანიშვილს ისე როგორც ცხადაძეს და დიდებშიც ისეთივე შედეგი იქნება როგორც აქ. უბედურებაა ის რომ ახალი კაცი რომ მოდის უნდათ წელთაღრიცხვა მისგან დაიწყოს. .... ჩვენი საშველი არ ყოფილა და არც იქნება.
გივი
23 მარტი 2016 16:29
0
დათოს ვეთანხმები, აგებ თამაშს და მაიმუნობ ამხელა კაცი, უბანში ხო არ თამაშობ, თუ მასე არ მოგწონს ეგ რუსეთი მასე კი არ უნდა ...' უნდა გახვიდე და ბურთი თავზე დაახიო, ხელს არ ჩამოართვა ვითომ დასცინა, მარა აქეთ ვართ დასაცინები
ინასა
23 მარტი 2016 16:00
0
გეთანხმები სრულად!
დათოს
23 მარტი 2016 16:00
0
სორცხვილი იკო ის რაც იმ ბიცჰმა გააკეტა-ეს არაა კაცური საკციელი. ხელის არ ცამორტმევა დქამცირებაა და უმიზეზოდ არავინ არ უნდა დაამცირო
Nugzari
23 მარტი 2016 15:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული