U21. საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მოგება ხელიდან ბოლო წამს გაუშვა

AutoSharing Option
28 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ავდარში გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გაუშვეს - 3:3.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე უკრაინელები წინ ედუარდ სობოლმა გაიყვანა. გეგუჩაძის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს - 22 წუთზე გატანილი გოლით რომან ჭანტურია გამოირჩა.

27-ე წუთზე ანგარიშში კვლავ უკრაინელები დაწინაურდნენ, რომან იარემჩუკის გოლით, თუმცა მასპინძლებმა ისევ სწრაფად გაათანაბრეს - 35 წუთზე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შესვენებამდე კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ქართველი
ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე კიტეიშვილის წაქცევისთვის 11-მეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ხარაიშვილმა უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა. მანამდე სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა...

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ლევან შენგელიას მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით შეეძლო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე უკრაინელებმა მაინც გაიტანეს. გოლით კი უკრაინელთა ქართველი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე 90-ე წუთზე გამოირჩა. საბოლოოდ ფრე - 3:3.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ჯგუფში შეხვედრა 3 ივნისს, სტუმრად შვედეთთან უწევს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
irakli apkhaidze-ს
დაიწუნეს -17წ ასაკობრივში და მანამდეც
Zaza
29 მარტი 2016 14:01
0
ქართველმა უნდა გაგვიტანოს, რომ ვერ მოვიგოთ აბ ხახოლი ხომ არ გაგვიტანდა
დათო
29 მარტი 2016 10:05
0
უმაგრესი თამაში აჩვენეს ბიჭებმა შეტევაში მაგრამ დაცვის ცენტრი და მეკარეა მისახედი. დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო და ვერ მოვიგეთ მსაჯმაც სანამ არ გაგვიტანეს არ დაამთავრა თამაში
avto
29 მარტი 2016 08:30
0
ვიყავი თამაშზე და ბრავო ბიჭებს,მაგრამ თამაში აჩუქეს რაა!!!
დათა
29 მარტი 2016 08:15
0
მიუხედავად ბოლო წამზე უკრაინელების გატანილი გოლისა ჩვენ კარში , რამაც საბოლოო ანგარიში ფრე დააფიქსირა, მაინც უდიდესი მადლობა ბიჭებს !
თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გავიფიქრე , ძირითადი ნაკრების ნაცვლად ამათ რომ ითამაშონ ხანდახან მაინც მეთქი , რაკარგი იქნება თქო. ისევ და ისევ ყოჩაღ ბიჭებს !
ბესო72
29 მარტი 2016 07:48
0
თამაშზე არ მიყურებია მაგრამ ზოგადად ბოლო წუთებზე და წამებზე გოლის გაშვება, ეგ ხომ ჩვენი ავადმყოფობაა!
tony
28 მარტი 2016 23:47
0
4:2 ქართველების სასარგებლოდ :) ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა. მოკლედ, ისე მაგრად და ჯიგრით ითამაშეს ბიჭებმა (თან მთელი 90 წუთი!), მეგონა სხვა გუნდი იყო და არა ჩვენი (ამ ბოლო წლების გადამკიდე...). ცოტა დაცვაა მისახედი და ყველაფერი კარგად იქნება. უფრო სწორად, შეტევაში წასვლისას, დაცვა არ უნდა გვავიწყდებოდეს. ის თამაში გამახსენდა გეგუჩაძის დინამომ ამხანაგური რომ მოუგო მოსკოვის სპარტაკს 2005 წლის დასაწყისში (2:1). იმედია ბევრ თქვენგანს ახსოვს. მეგონა დინამო კი არა, რომელიღაც ევროპული მაღალი კლასის გუნდი თამაშობდა - ჟინი, სისწრაფე, დროული პასები, შეტევა გააზრებული კომბინაციებით... გეგუჩაძე მაგარია. მთავარია ასე გააგრძელოს და პირობები შეუქმნან მაქსიმალურად ხელსაყრელი. იმედია ხვალ ვაისიც ივაჟკაცებს.
gio
28 მარტი 2016 23:18
0
მაგრათ ვისიამოვნე.
Tengo
28 მარტი 2016 22:57
0
ვაჩიბერაძეს ქართული პასპორტი არა აქვს თორე არავის დაუწუნია. ბიჭს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები ვინ დაიწუნებდა?..
irakli apkhaidze
28 მარტი 2016 22:51
0
იმედია, გეგუჩაძეს ახლო მომავალში ნაკრების მწვრთნელად ვიხილავთ ,
ნაკრების ბირთვს კი დღევანდელი ახაგაზრდულის ბიჭები შეადგენენ.
ფერნანდო
28 მარტი 2016 22:43
0

სიახლეები პოპულარული