ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ზალცბურგთან“ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი განაცხადში არ იყო. Krone-ს ცნობით, კიტეიშვილი მატჩისათვის მზად გახლდათ, Laola კი იტყობინება, რომ ტრავმა მიიღო და 18 წლის აგიბუ კამარა სასტარტოში ქართველის დაშავების გამო დააყენეს.
გამარჯვების შემთხვევაში „შტურმს“ გალიდერება შეეძლო, მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა (15 600) ბილეთი ოთხშაბათს გაიყიდა, მაგრამ მარცხი განიცადეს. აღსანიშნავია, რომ კომპენსირებულ დროში მსაჯმა გრაცელთა ორი და ზალცბურგელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.
„შტურმი“ 26 ქულით ადგილზეა, „ზალცბურგს“ 5 ქულით
ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 4 აპრილს ისევ ამ გუნდთან გამართავს - გასვლაზე თასის ნახევარფინალში.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ზალცბურგი 0:1
გოლი: ბიდსტრუპი (73)
გაძევება: გორენც-სტანკოვიჩი (90+6, შტურმი), გურნა-დუატი (90+6, ზალცბურგი), ლავალე (90+11, შტურმი)