გიორგი არაბიძე: ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

AutoSharing Option
სიმართლე ვთქვათ, ამას წინათ ესპანეთში ჩატარებულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდის შეხვედრებიდან სასწაულს არავინ ელოდა. საქართველოს ნაკრებმა ფრედ (1:1) ითამაშა მასპინძლებთან, ხოლო ინგლისსა და საბერძნეთთან ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

ინგლისთან ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა 59-ე წუთზე ერთდროულად გუნდის ორი ლიდერი - გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე შეცვალა. ესპანეთთან მეორე მატჩში კი არაბიძეს საერთოდ არ უთამაშია, ხოლო საბერძნეთთან ბოლო შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ცხადია, მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევა აზრადაც არ მოგვსვლია, მაგრამ რა გასაკვირია, რომ კითხვები გაგვიჩნდა (და
არამარტო ჩვენ). ფაქტია, მირჩა ლუჩესკუ 18 წლის ქართველ შემტევს დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობას აჩვევს და ყველა ელოდა, რომ ელიტრაუნდში არაბიძე გუნდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინებოდა.

- გვაინტერესებს, რა მოხდა ინგლისთან შეხვედრის 59-ე წუთზე. დაშავდით?
- ტრავმა არაფერ შუაშია, საბედნიეროდ, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.

საერთოდაც, ნაკრების შეკრებაზე ძალიან მონდომებული ჩამოვედი, იმედი მქონდა, რომ ამ უმძიმეს ჯგუფში თავის გამოჩენას მოვახერხებდით, მაგრამ... პირველივე შეხვედრაში შემცვალეს და გული დამწყდა. ესპანეთთან საერთოდ არ მითამაშია, საბერძნეთთან კი ბოლოს შემიშვეს მოედანზე.

რა ვიცი... გუნდის დახმარება მსურდა, რეალურად კი ამის შანსი არ მომეცა.

- ასეთი რამ უსაფუძვლოდ არ ხდება. მწვრთნელს საამისოდ მიზეზი ექნებოდა...
- ყიფიანმა მითხრა, რომ მის დავალებებს ვერ ვასრულებდი...

- დასამალი არ არის, რომ ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის დროს პრეტენზია თქვენთან ვასილ მაისურაძესაც ჰქონდა - ზედმეტად ერთობა ინდივიდუალური თამაშითო...
- მსურდა თამაშის საკუთარ თავზე აღება და მეტოქის დაცვის ინდივიდუალურად გარღვევა, რადგან გუნდი ვერ თამაშობდა. აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი, თორემ გუნდური ინტერესი არ მავიწყდება. ინგლისთან თამაშისას ჩემთან და ბერიძესთან ბურთი ვერ მოდიოდა. დავინახეთ, რომ სხვა გზა არ იყო, უშუალოდ თამაშის დროს რაღაც უნდა შეგვეცვალა და ამიტომ უკან დახევა დავიწყეთ, რათა ბურთი აგვეღო...

- ამ გადასახედიდან, გასვლის შანსი არ გქონდათ?
- შანსი როგორ არ იყო?! ესპანეთს სახელი ჰქონდა, თორემ, რეალურად, დიდი არაფერი გუნდი არ იყო და უნდა მოგვეგო კიდეც. საამისო შესაძლებლობებიც გვქონდა.

- ინგლისთან რაღა მოგივიდათ?
- სამწუხაროდ, დასაწყისში ვინერვიულეთ, რაღაც აფორიაქებულები ვთამაშობდით. სანამ დავლაგდით, ორი გოლი გაგვიტანეს. მერე კი ავთამაშდით, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

- საბერძნეთთან წაგებას როგორღა ახსნით?
- იმედგაცრუებულები რომ ვიყავით, ეტყობა ჩვენს თამაშზე ამანაც მოახდინა გავლენა.

- დონეცკის "შახტარმა" შეკრებაზე წაგიყვანათ, მაგრამ დღეს ისევ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობთ. თქვენს საკლუბო ამბებზეც გვითხარით...
- 18 მარტს, "ანდერლეხტთან" ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრაზე უნდა წავყოლოდი გუნდს, მაგრამ ნაკრებში გამომიძახეს და...

- თქვენი აზრით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას მოახერხებთ?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ისიც უკვირდათ, 17 წლისას ძირითადში რომ მათამაშებდნენ. მაგრამ მჯერა, ამის დროც მოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ არაფერი გაუკეტებია და უკვე ტრენერს აბრალებს ვაფშე არ მინდა ესეთი ტიპები ნაკრებში ,,, ნამუსიც კაი საქონელია გუნდი ვერ თამაშობდაო და საკუტარ ტავზე ვიღებდიო ,, ტიპი იმენა ნაგლია და შახტარის იქით არ უნდა არაფერი და ესეთი .. ბავშვებით შორს ვერ გვაფრინდებით
misha
15 აპრილი 2016 18:32
0
გიორგის გასაგონად -ეხლა შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესში ხარ და ეჭვიც არ მეპარება ,რომ შენნაირი მონაცემების მქონე,საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდები ,თუ საქმეს სათანადოდ და რაც მთავარია ჭკუით მიუდგები. რა გუნდში და სადაც არ უნდა თამაშობდე ,ერთი რამე უნდა გახსოვდეს მუდამ-რაც არ უნდა ცუდი მწვრთნელი გყავდეს ,მოედანზე გასული მისი მითითებები და დავალებები უდა შეასრულო ,როგორც შეგიძლია ისე.ყველა ყველაფერს ხედავს და მწვრთნელი თუ უცოდინარი და ცუდია მის ადგილზე სხვა მოვა.მოედანზე 11ფეხბურთელია და ყველამ თუ მის გემოზე დაიწყო მოქმედება ამას რაც მოჰყვება ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.ასე რომ ჯერ ყველაფერი წინა გაქვს და არ მინდა ,რომ ზოგიერთებივით მუდამ პერსპექტიულ ფეხბურთელად დარჩე.მრავალჯერ თქმულა და გავიმეორებ ქართველებს შენნაირი ახალგაზრდები დასაკარგი ნამდვილად არა გვყავს.წარმატებები და კეთილი სურვილები .პატივისცემით ვ.გ
vep1963
15 აპრილი 2016 18:25
0
ამასაც ჩაუყვინთია....სვირინგებს რომ იკეთებენ ქართველი ფეხბურთელები უკვე ცუდათ მოდით საქმე
vova
15 აპრილი 2016 17:47
0
abaraa-ს, ძალიან მაგრად თქვი, ისე ქართველი ჟურნალისტებიც აფუჭებთ საქმეს მგონია, ჭანტურია, ეხლა ეს, ადამიანი როცა მიაღწევს რაღაცას, მაშინ დაწერეთ, თორემ ვიღაცა ბარსელონას საზაფხულო სკოლაში ივარჯიშებს და ვიღაც შახტიორის იუნიორებში 3 კაცს მოატყუებს და დაიწყება გაუთავებელი სტატიები ქართველ მესიზე, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენებზე ესეთ დროს პირიქით უნდა დაწეროთ, რომ არ გგონიათ მაინც, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს, იქნებ გაბრაზდნენ და სტიმულად საპირისპიროს დამტკიცება მოინდომონ, თორემ აგერ ხედავთ, სულ კარგავენ პატარა ბიჭები თავდაბლობას და მწვრთნელების ტაქტიკური მონახაზის დაწუნებას იწყებენ უკვე
llcl
15 აპრილი 2016 16:56
0
abaras-sadgac simartles ambob,msgram chsnturias etyoba gamouloces da tavsiklavs ise varjishobs da magar pormashia gansakutrebit noutbuqs roaigebs xelshi))))
666
15 აპრილი 2016 15:31
0
ძალიან მინდა რო დიდი ფეხბურტი იტამაშო და სამშობლოს გამოადგე...
მაგრამ ...
გული მწყდება...
xorxe
15 აპრილი 2016 15:31
0
ჰო,ჰო, ბიჭო მწვრთნელს არ დაუჯერო, შენ ჭკუაზე ითამაშე, იქნება მიუსწრო დიუსბურგში ჭანტურიას.
abaraa
15 აპრილი 2016 15:07
0
ახალგაზრდულ ასაკშიც უცხოელები გვინდა. მწვრთნელებად.
jm
15 აპრილი 2016 14:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული