U18. საქართველოს ნაკრები "სლოვაკეთის თასზე" უკრაინას უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
28 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირში მესამე მატჩი უკრაინელ თანატოლებთან გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა - 0:0.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ტურნირზე მანამდე აშშ-ის ნაკრებთან 1:5 წააგეს, მასპინძელ სლოვაკეთთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს და საბოლოოდ B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-7 ადგილისთვის მატჩი A ჯგუფის ბოლოადგილოსან ნორვეგიის ნაკრებთან, 29 აპრილს უნდა გამართოს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით
კობოური, ლუკა ფოჩხუა, ირაკლი ბუღრიძე, ბექა ქავთარაძე, თომა ხუბაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკოლოზ მალი, გიორგი ქოჩორაშვილი, თემურ ჩოგაძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალი ბრძანდებით. ამ ლელოს ჟურნალისტები, მარტო მწარე სათაურებით რომ ერთობიან, მოიძიეთ რას წერდა ამ ასაკობრივ ნაკრებზე ჯერ ესპანეთის და ეხლა სლივაკური პრესა! სხვები აზროვნებენ ლოგიკურად და გვაფასებენ დადებითად, ჩვენები კი ისეთ სტატიას დაწერენ და მერე ისეთი კომენტარებით შეამკობენ ნამეტანი სირცხვილია! ხალხნო სირცხვილია ასეთი ქცევა! დარწმუნებული ვარ, სულ ერთიდაიგივე ხალხი აკეთებს ამას, ისინი, ვინც არასამართლიანად ნაწყენები არიან ეხლანდელ ფედერაციაზე. გეყოფათ, იშიფრებით!!!
giga
28 აპრილი 2016 23:45
0
შენ თუ მართლა გულშემატკივარი ხარ ერთხელ მოითხოვე მწვრთნელებთან პრესკონფერენცია!! 8 დღის შეკრებილ გუნდს რას თხოვ , და ეს ლელოს კიდე მოიძიეთ რისთვს ხართ სლოვაკურ პრესაში როგორი ეპიტეტებით ამკობენ ჩვენებს
gulshematkivars
28 აპრილი 2016 22:49
0
როგორც მაისურაძე გაქრა 17წ ნაკრებიდან ისე ჩუმად უნდა გაქრეს ყიფიანიც რას გავს ასაკობრივი ნაკრებები გეგუჩაძე განვითარების გეგმას იხიოლავს ამ ნაკრებს რა განვითარების გეგმა ჭირდება შეგვაძულეთ ფეხბურთი აღარ გცხვენიათ? დაახვიეთ აქედან
gulshematkivari
28 აპრილი 2016 21:25
0
kika შენ ჯერ ქართულად წერა ისწავლე და მერე გადასწვდი ყიფიანს და ვიღაცეებს. შედეგი კი მართლა ცუდია. ისე ძალიან მაინტერესებს სხვა გუნდების ურთიერთშეხვედრები, მაგრამ რატომღაც სპორტალს ზედმეტად მიაჩნია ინფორმაციის მოწოდება.
grisha
28 აპრილი 2016 17:48
0
აი ტკვენი ნაკრები და აი ტკვენი კიფიანი და კიდევ ფეხბურტელს ადანააჰაულებტ ვაი ტკვენს პატრონს კვენა მცვრტვნელივიტ ესეც გენიოაი სედეგის სესანისნავიაააა!!!!!
kika
28 აპრილი 2016 16:46
0

სიახლეები პოპულარული