16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები

AutoSharing Option
U18: საქართველო V აზერბაიჯანი - 18 ოქტომბერი (15:00)
U16: საქართველო V მონტენეგრო - 18 ოქტომბერი (17:00)
U16: საქართველო V მონტენეგრო - 20 ოქტომბერი (17:00)
U18: საქართველო V აზერბაიჯანი - 21 ოქტომბერი (15:00)

18-წლამდელთა ნაკრები მიმდინარე წლის ციკლს 18 და 21 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდთან მატჩებით განაგრძობს. 18-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებს, გამოცდილი სპეციალისტი - ვასილ მაისურაძე გაწვრთნის.

გიორგი ჩიტაურის 16-წლამდელთა ნაკრები 18 და 20 ოქტომბერს თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მონტენეგროს
დაუპირისპირდება. ამ ფორმაციის ნაკრებმა მიმდინარე წლის მაისში, ერევანში, უეფას 15-წლამდელთა გუნდებს შორის გამართული განვითარების თასი მოიგო.

ერევნის ტურნირზე ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 7-ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სადაც სომხეთს, ლიბანს და მოლდოვას აჯობა.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (მარტვილი მერანი).

მცველები: თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), გიორგი მაღრაძე (საბურთალო), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დილა გორი).

ნახევარმცველი:
ნიკოლოზ კანტიძე (საბურთალო), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), საბა მაცაბერიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ლაშა შუთიძე (ლოკომოტივი თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), ნიკა ცეცხლაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ნიკა ბულუხაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), მათე ანთია (საბურთალო).

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: დავით გოგებაშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ოთარ დოღაძე (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), დავით ნიკაჭაძე (გეპ აკადემია, ინგლისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა ლაშხია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), დავით ნახუცრიშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), ნინო გოცირიძე (ბურგ-ან-ბრეს პერონას, საფრანგეთი), ლუკა კვაშილავა (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), რევაზ დანელია (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ცოტნე ხორნაული (ლიერსი, ბელგია).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული